ქალი და კაცი

მონოტონური ერთფეროვნება

№10

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.03, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ბევრი ცოლ-ქმრის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც მათი სასიყვარულო ცხოვრება მონოტონურად ერთფეროვანი ხდება. თუ წყვილიდან ერთ-ერთმა მაინც არ იზრუნა იმაზე, რომ გაამრავალფეროვნოს და რაღაც ახალი შესძინოს ურთიერთობას, ცხოვრება ჩვეულ ყოველდღიურობას დაემსგავსება, სიყვარული კი მოვალეობის გრძნობაში გადაინაცვლებს.

თუ დაკვირვების შედეგად, ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ საღამოებს ატარებთ დივანზე, ტელევიზორის ყურებაში ქმართან ერთად, უნდა იმოქმედოთ. გთავაზობთ რჩევების ჩამონათვალს, თუ რა უნდა გააკეთოს წყვილმა, რომ თავი დააღწიოს ყოველდღიურ რუტინას და თითოეული დღე გაიმრავალფეროვნოს.

ყურადღებით წაიკითხეთ 👇:

* გაიხსენეთ თქვენი პირველი პაემანი და თუ შესაძლებელია, გაიმეორეთ. ეს უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით და თან დაგაბრუნებთ წარსულში, იმ ბედნიერ დღეს გაგახსენებთ, როცა ერთმანეთი შეგიყვარდათ;

* მოაწყვეთ პიკნიკი, თუნდაც შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად;

* ერთად წადით კინოში ან თეატრში;

* გაიხალისეთ შაბათ-კვირა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენს შრომისუნარიანობასაც აამაღლებს;

* შეცვალეთ ბინის ინტერიერი ერთად. გამოცვალეთ ავეჯი, შპალერი....

* ერთად წადით მაღაზიებში და იყიდეთ საჩუქრები ერთმანეთისათვის;

* გაერთეთ სახალისო თამაშებით. ააწყვეთ ერთად დიდი პაზლი. კარგი იქნება, თუ ასეთ თამაშებში მონაწილეობას მთელი ოჯახი მიიღებთ;

* მოუწყვეთ ერთმანეთს ერთი ან ორდღიანი ქალაქგარეთ გასვლა;

* ბოულინგი – შეიძლება სულაც არ გამოგდიოდეთ, მაგრამ მთავარი ერთად ყოფნაა;

* გაუკეთეთ ერთმანეთს მასაჟი.

* ირბინეთ ერთად დილაობით ან ივარჯიშეთ – ეს თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება;

* გადაიღეთ საერთო ვიდეოები, რომლებიც თქვენს ბედნიერ წამებს ასახავენ;

* ივახშმეთ ორიგინალურ და დასამახსოვრებელ ადგილას;

* უყურეთ ვარსკვლავებს ერთად, თუნდაც მანქანის სახურავზე, ეს ძალიან რომანტიკულია, ალბათ ფილმებიც კი გინახავთ მსგავსი სცენით, მიბაძეთ მათ!

* გაისეირნეთ პარკში, სადაც იქნება უამრავი ატრაქციონი, ექსტრემი და გართობა. შეგიძლიათ, შვილებიც წაიყვანოთ;

* წადით აკვაპარკში, ბევრი იცურავეთ, დაისვენეთ, ამას არაფერი სჯობს;

* გაუკეთეთ ერთმანეთს ორიგინალური სიურპრიზები, მაგალითად, მოუწყვეთ რომანტიკული საღამო სანთლებით, გემრიელი ვახშამით და ზედმეტად გამომწვევი ტანსაცმლით ან მის გარეშეც, მთავარია განწყობა. ის ხომ თქვენი მეუღლეა, მიეცით თქვენს ფანტაზიას გზა;

* წვიმის დროს, უბრალოდ, დატკბით წვიმის წვეთებით – ბევრ შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი, გქონდეთ თან ქოლგა, პირიქით, გაიხსენეთ, რა რომანტიკულია თუნდაც წვიმაში ხეტიალი და კოცნა.

ეს ინფორმაცია შესაძლოა, გამოგადგეთ:

* ქალი საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დაწყებისას იმედოვნებს, რომ შეძლებს იპოვოს ცხოვრების მუდმივი მეგზური. მამაკაცი კი ქალებს აშკარად ყოფს ერთმანეთისგან პოტენციურ ცოლებად, საყვარლებად და გასართობ, ერთჯერად „გოგონებად“. ამიტომაც მისი რეალური მიზნების გარკვევა საკმაოდ რთულია.

* საკუთარი გატაცების ობიექტზე ლაპარაკის ან მისი ხსენების დროსაც კი შეყვარებული მამაკაცი იცვლება – მის თვალებში ჩნდება ნაპერწკალი, ხდება უფრო ემოციური და აღელვებული. თუ ქალი მასში მხოლოდ მეგობრულ გრძნობებს იწვევს, მაშინ კაცი ინარჩუნებს სიმშვიდეს და შეიძლება, გულგრილიც კი ვუწოდოთ;

* თუ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრული ურთიერთობებია, მაშინ სექსუალური კონტექსტი მათ შორის არ არსებობს. მამაკაცი მეგობარს, როგორც ქალს, ისე არ უყურებს. შეყვარებული წყვილები, რომლებიც ორიენტირებულები არიან გრძელვადიან რომანზე, ქორწილითა და ბავშვების ყოლით, აუცილებლად ისაუბრებენ ამაზე. ყოველგვარი ნართაულებისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე;

* საწყის ეტაპზე მამაკაცი ნათესავებს უმალავს თავის მეწყვილესთან ურთიერთობას, ვინაიდან არ არის დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის მშობლებს გააცნოს, მაგრამ შეიძლება, მიიყვანოს მეგობრების წრეში, თავის წარმოსაჩენად. მომავალი მეუღლის კანდიდატს კი კაცი ჯერ მეგობრებს, ნაცნობებს, დებს და ძმებს გააცნობს, ბოლოს კი მშობლებს წარუდგენს – მისი გრძნობები უკვე საკმაოდ გარკვეული და მყარია. სხვა შემთხვევაში, თავისი მრავალი კომპლექსიდან გამომდინარე, ამას არ გააკეთებდა;

* კაცმა შესაძლოა, არ დარეკოს, დააგვიანოს შეხვედრაზე ან საერთოდ გამოტოვოს ის, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ის არ არის დაინტერესებული მოცემული ურთიერთობით ან, საერთოდ, გულგრილია. ვნებით შეპყრობილი კავალერი იქნება დაჟინებული და ინიციატივიანი, სერიოზული მიზნების მქონე, შეუდრეკელი და საკუთარ თავში დარწმუნებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი