ქალი და კაცი

მოდი, შევხედოთ მამაკაცს

№45

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 20.11, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მოდი, შევხედოთ მამაკაცს და ვთქვათ ის, რის აღიარებასაც კაცობრიობის ძლიერი ნახევარი გაურბის, განსაკუთრებით – ქალების, ბავშვებისა და ახლობლების თანდასწრებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მამაკაცების იდუმალება მოჩვენებითია. ზოგჯერ მათ არაადეკვატურ ქმედებებსაც კი საფუძვლად კომპლექსები უდევს. მამაკაცები ყველაზე მეტად შიშის შენიღბვას ცდილობენ. მათ ხომ დაბადებიდანვე უნერგავენ, რომ მამაკაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. რეალურად, შიში ბუნებრივი გრძნობაა ადამიანისათვის... და აი, იზრდება ბიჭუნა, რომელსაც, როგორც ყველას, ეშინია, მაგრამ ამას არავის უმხელს, საუკეთესო მეგობარსაც კი.

მამაკაცს ძალიან ეშინია, რომ ვერ მიაღწევს წარმატებას. ვერ გაამართლებს ვიღაცის იმედს, მიატოვებენ, უღალატებენ, ვერ გაუგებენ... მამაკაცს ქალზე ნაკლებად როდი აღელვებს თავისი გარეგნობა – ზედმეტი კილოგრამები, ნაოჭები, ჭაღარა, სიმელოტე... ასე რომ, მამაკაცის გულჩათხრობილობისა და აგრესიის მიღმა შესაძლოა, ჩვეულებრივი კომპლექსები და შიშები იმალებოდეს.

მამაკაცის ჭარბი სექსუალური აქტიურობის მიღმა ხშირად ცხოვრებისეული სირთულეები იმალება – სექსი მას ყურადღების გადატანის საშუალებას აძლევს. ამიტომ, თუ მამაკაცმა საწოლში უცებ ჰიპერაქტიურობა გამოამჟღავნა, დაფიქრდით – შესაძლოა, მას თქვენი თანადგომა სჭირდებოდეს. მამაკაცები თითქმის არასოდეს გაგრძნობინებენ, რომ დედობრივი სითბო სჭირდებათ. სინამდვილეში ყველაზე ძლიერ მამაკაცსაც კი აქვს მოთხოვნილება, ქალისგან დედობრივი სითბო იგრძნოს. „მამაკაცები ბავშვებს ჰგვანან“ – ამ გამოთქმას აქვს რეალური, მყარი საფუძველი. ისინი მართლაც ბავშვური გატაცებით ეკიდებიან თავიანთ ჰობის, სიამოვნებით უყურებენ მულტფილმებს. სიბნელის შიშს კი არც ერთი მამაკაცი არ აღიარებს. ბევრი მამაკაცი მეოცნებეა, თუმცა, თავს მიწაზე მყარად მდგომ რეალისტად წარმოაჩენს. აი, დროში მოგზაურობაზე ან ჯადოსნურ ჯოხზე კი, პრაქტიკულად, ყველა ოცნებობს. ქალებს კარგად აქვთ შესწავლილი მამაკაცის სუსტი მხარეები:

👉მამაკაცები განიცდიან, როდესაც ქალები მღელვარებას ამჩნევენ;

👉 როდესაც ქალი ტირის, მამაკაცი იბნევა;

👉 მამაკაცს რცხვენია საკუთარ გრძნობებზე საუბრის;

👉მამაკაცებს უყვართ ბავშვები, უბრალოდ, მათ არავინ ასწავლის, როგორ მოექცნენ პატარებს, ამიტომ მათთან პირისპირ დარჩენისას იბნევიან და ფრთხებიან;

👉 მამაკაცებს უყვართ საუბარი, ჭორაობაც კი, თუმცა, ამის აღიარება ძალიან უჭირთ;

👉ყველაზე კარგად აღზრდილი მამაკაციც კი გულში მაინც იგინება;

👉 მამაკაცებს უყვართ აკრძალული ხილი (თუმცა, რა დასამალია, მასზე ქალებიც არ ამბობენ უარს);

👉ზოგიერთ მამაკაცს გულის სიღრმეში ძალიან უნდა გაიგოს, როგორია ქალად ყოფნა, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებს, რადგან ეშინია, რომ ამით საკუთარ ქალურ საწყისს გამოააშკარავებს;

👉ყველა მამაკაცს სურს უყვარდეს და უყვარდეთ. ასე რომ, სანამ მამაკაცებს სჭირდებათ ქალები, ხოლო ქალებს – მამაკაცები, კაცობრიობას ბედნიერების დიდი შანსი აქვს.

დაიძინე შიშველმა

ყველა ადამიანი მხოლოდ ორ კატეგორიად იყოფა: მათ, ვისაც უყვარს ძილი საღამურით და ისინი, ვინც შიშვლები იძინებენ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ შიშველი ძილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ამერიკის აკადემიის ძილის სწავლული მეცნიერების დასკვნით, როდესაც ღრმად გვძინავს, ჩვენი სხეულის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ხოლო საღამურს, რომელიც ტანთ გვაცვია, შეუძლია, ეს რიტმი დაარღვიოს. ეს კი ხშირად ხდება უძილობის მიზეზი. ამიტომ, თუ გინდათ, ღამე არ დაიტანჯოთ, დაიძინეთ შიშველმა.

არაესთეტიკურია ღამით საღამურის ხმარება, ვინაიდან კანს ხელი ეშლება სუნთქვაში, რის გამოც ხდება მაღალტენიანობა და ეს კი სოკოსა და ბაქტერიებს განვითარებაში უწყობს ხელს. ასევე დამტკიცებულია, რომ კანის საწოლის თეთრეულთან კონტაქტით ძლიერდება ორგანიზმის ყველა მეტაბოლური პროცესი და სისხლი ტოქსინებისგან იწმინდება.

ასე რომ, დაიძინეთ შიშვლებმა!

შიშველი ძილის დროს სხეული მეტი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონ ოქსიტოცინს, რომელიც ამცირებს სტრესის ჰორმონს, ხელს უშლის კიბოს განვითარებას და აფერხებს ანთებით პროცესებს. მაშასადამე, შიშველი ძილის დროს გამომუშავებული ჰორმონი ოქსიტოცინი, სხეულს ხდის ჯანმრთელს, ცხოვრებას კი – უკეთესს.

შიშველი ძილის პირობებში ნაკლებია გადახურებისა და ოფლიანობის შემთხვევა, შესაბამისად, დილის შხაპიც აღარ მოგიწევთ. ღამის შხაპის შემდეგ შიშველი ძილი განაპირობებს დილით სუფთად და მხნედ იყოთ.

შიშველი ძილი ქალთა რეპროდუქციული ორგანოების ჯანმრთელობის საწინდარია.

დადასტურებულია, რომ შიშველი ძილის შემთხვევაში ორგანიზმში მცირდება სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონე. ეს პროცესი კი ძალზედ მნიშვნელოვანია ძილის ციკლისთვის. მსუბუქ საღამურსაც კი შეუძლია ამ ციკლს ხელი შეუშალოს და სტრესის ჰორმონმა – კორტიზოლმა.

და ბოლოს, შიშველი ძილი იმითაცაა კარგი, რომ საღამურის ჩაცმა-გახდასა, გარეცხვა და დაუთოვებაში დროს აღარ დაკარგავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი