ქალი და კაცი

მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

№30

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.08, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იცით, როგორ უნდა უჭერდეს მხარს მამაკაცი თავის მეუღლეს? შექმენით მისთვის ატმოსფერო, სადაც ის ბედნიერი იქნება და მაშინ თქვენ თვითონაც იპოვით მყუდრო ადგილს ამ მშვენიერ სამყაროში.

გიტარის ერთხელ აწყობის შემდეგ იმედოვნებთ, რომ ის აღარასოდეს იქნება ასაწყობი? ასე არ ხდება. ასე იქნება მხოლოდ იმ გიტარების შემთხვევაში, რომლებზეც არ უკრავენ. როდესაც ადამიანი ცოცხალია, ურთიერთობს, რაღაც ყოველთვის გაანაწყენებს მას. როდესაც ქალი ცუდ განწყობაზეა ან რაღაცის გამო ნაწყენია, ნუ ეცდებით ამის უმალ გამოსწორებას.

მამაკაცის ამოცანაა ყოველთვის გააუმჯობესოს ქალის განწყობა. წესად აქციეთ ცოლის მოსმენა დღეში, მინიმუმ, 10-20 წუთის განმავლობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: როდესაც ქალს უსმენთ, არასოდეს შეაწყვეტინოთ. მამაკაცი ზოგჯერ ერთმანეთში ურევს თავის ორ როლს. პირველი როლი – ეს არის ოჯახის ფსიქოთერაპევტი, მეორე კი – ბატონი, რომელიც „ყველა პრობლემას აგვარებს“. ხშირად ხდება, რომ როცა ცოლი ქმარს მიმართავს, როგორც ბატონს, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს,ზოგჯერ კი, როგორც ფსიქოთერაპევტს, თქვენ კი ცდილობთ, რაღაცის მოგვარებას. თუმცა, თქვენი ამოცანა მხოლოდ მოსმენაა. თქვენ უნდა აუხსნათ თქვენს საყვარელ ქალს, რომ დროდადრო გაბრაზება, წყენა და იმედგაცრუება – ეს ნორმალურია. ისევე, როგორც ბავშვებს თავის დროზე უნდა აუხსნათ, რომ გაბრაზება, წყენა ნორმალურია. როდესაც ბავშვს ვსაყვედურობთ, რომ მან ამბავი მოგვიტანა, სინამდვილეში ის ვიღაცას კი არ აბეზღებს, არამედ მას გულის გადაშლა სურს – და ეს ნორმალურია. მშობლებმა უნდა მოუსმინონ თავიანთ შვილებს. რადგან, თუ ისინი მათ არ მოუსმენენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვები შეწყვეტენ მათთან საუბარს. ქალი ყოველთვის ემოციურად აღიქვამს სამყაროს. ის ყოველთვის ყველაფერს ემოციებით აკეთებს. ამიტომ, მან უნდა იცოდეს, რომ შეუძლია, ჰქონდეს თქვენი იმედი. მიეცით მას რწმენა, რომ მიუხედავად მისი განცდებისა, თქვენ ყოველთვის მის გვერდით იქნებით.

რეცეპტი ბედნიერი ქორწინებისთვის

წაიკითხეთ და გახსოვდეთ – ცოლად მხოლოდ იმ კაცს გაჰყევით, რომელსაც ეს თვისებები ახასიათებს:

✔️ ყოველთვის, სადაც უნდა იყოს, ახერხებს პატარა შეტყობინების გამოგზავნას, რათა გაცნობოთ, რომ ახსოვხართ;

✔️ იცის, როგორი საუზმე გიყვართ;

✔️ ზრუნავს თქვენზე და არ ეზარება ჭიქა წყლის მოწოდება, ყავის გაკეთება, აფთიაქში გასვლა თუ ვახშმის მომზადება;

✔️დღის განმავლობაში რამდენჯერმე გირეკავთ, რათა თქვენი ხმა მოისმინოს;

✔️ როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, თქვენთვის დროს ყოველთვის გამონახავს;

✔️ მალევე პასუხობს თქვენს თითოეულ ზარს და შეტყობინებას;

✔️ სანდო ადამიანია. გეგმებს მოულოდნელად არ ცვლის;

✔️ არ ინარჩუნებს ურთიერთობას ყოფილ შეყვარებულებთან;

✔️ თქვენი ყოველი დღის დღესასწაულად გადაქცევას ცდილობს, თუნდაც უმნიშვნელო საჩუქრით;

✔️ მისი საყვარელი აქტივობა, საღამოს სახლში გატარებაა, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად;

✔️ ის კვლავ მთელი ემოციით, 7 წლის ბავშვივით უყურებს საყვარელი მულტფილმების გმირებს;

✔️ დღემდე აგრძელებს ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობას;

✔️ თავაზიანად, პატივისცემით ექცევა ადამიანებს, განურჩევლად მათი სოციალური, ეკონომიკური თუ სამსახურებრივი სტატუსისა;

✔️ ყოველდღიურად გეუბნებათ კომპლიმენტებს;

✔️ იცის, როგორ მოგექცეთ, როცა ცუდ ხასიათზე ხართ;

✔️ის საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ თქვენი ძლიერი მხარეები შეიყვაროს;

✔️ის თქვენი ყველაზე დიდი ფანია და არ ეშინია, ეს აღფრთოვანება სხვებსაც გაუზიაროს.

რატომ კარგავენ კაცები ინტერესს

მამაკაცებს უნდათ იგრძნონ, რომ არჩევანის გაკეთება თავისუფლად შეუძლიათ. ასე რომ, ჩვენი ქალებისთვის რჩევაა: შეანელეთ ტემპი. მიეცით დრო, გაარკვიოს რამდენად კარგი ხართ და ნუ ეცდებით ურთიერთობის აჩქარებას.

ბევრი კაცი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. რეალურად კი კაცებს უყვართ დრამა, ვნებებით სავსე ცხოვრება და რაც მთავარია, სურთ დაინახონ, როგორ იპყრობენ ქალის გულს.

ის ფაქტი, რომ კაცს არ სურს თავის პრობლემებზე ლაპარაკი, არ ნიშნავს, რომ არ აინტერესებთ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მას სჭირდება დრო, თავისი მწუხარების გადასალახად. ხოლო კაცები, ამას სხვაგვარად აკეთებენ – მარტო და ჩუმად.

შესაძლოა, მას სხვა მიზნები და სურვილები აქვს. შესაძლოა, სტაბილური ურთიერთობა მისთვის საინტერესო არ არის. შესაძლოა, მან უკვე დაინახა, რომ თქვენ ორს ცხოვრებაში სხვადასხვა რამ გინდათ.

ხშირად მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს კარგავს მაშინ, როდესაც საყვარელი ქალი ძალიან ბევრს წუწუნებს, განსაკუთრებით კი, ამ ურთიერთობაზე.

შესაძლოა, მას არ აქვს დრო სერიოზული ურთიერთობის გასაგრძელებლად. ხოლო თქვენ იმსახურებთ, გყავდეთ ადამიანი, რომელსაც თქვენთვისაც აქვს დრო. თუ მამაკაცს ამის შემოთავაზება არ შეუძლია, კარგია, რომ ინტერესი დაკარგა. მშვიდად დაივიწყეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი