ქალი და კაცი

მიტოვება არ უნდა

№52

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.01, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგჯერ წყვილი ერთმანეთს ღალატობს, თუმცა მეტწილად მოღალატის როლში მაინც მამაკაცი გვევლინება.  თანაც ხშირად ის ისე ღალატობს, რომ არც კი ფიქრობს ოჯახის დანგრევას და ცხოვრების ახალ ობიექტთან დაკავშირებას. მაინც, რატომ მალავენ მამაკაცები ასე გულმოდგინედ ღალატს და რატომ არ სურთ ცოლების მიტოვება იმ დროს, როცა რომანი სხვა ქალთან აქვთ?

ფსიქოლოგების განმარტებებისა და თავად მამაკაცების აღიარებების საფუძველზე ჩამოყალიბდა ის 5 მიზეზი, რის გამოც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მეუღლეების მიტოვება არ სურთ:

* კომფორტი
დიახ, მამაკაცს მოსწონს დალაგებული ცხოვრება, სახლი, ბავშვები – ანუ, როცა მამაკაცს ყველაფერი აქვს და საყვარელთან მხოლოდ იმიტომ დადის, რომ რაღაც სიახლეს ეძებს, მას არაფრის შეცვლა არ მოუნდება. ასეთი კაცები სახლში, ცოლთან თავს კომფორტულად გრძნობენ, არაფერში სჭირდებათ სახიფათო თავგადასავლი.
* უბრალო ინტრიგა
ბევრი მამაკაცი ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ბუნებით პოლიგამია და ახალ ურთიერთობას ისე აფასებს, როგორც უბრალო ინტრიგას. ის ამბობს: არაფერი სერიოზული, მხოლოდ სექსი. ეს რეგულარული კავშირი არაა. არც ოჯახის ბიუჯეტზე აისახება და არც ცოლთან ურთიერთობაზეო, მაგრამ რეალობა სხვას უჩვენებს.
* ეშინია გაყრის
ნამდვილად. მამაკაცების უმეტესობას ძალიან ეშინია განქორწინების. კაცები ხომ ვერ იტანენ ხლაფორთსა და აურზაურს: აქ – ადვოკატი, იქ – ქაღალდების გროვა, ქონების გაყოფა, სკანდალები... მას ურჩევნია მშვიდად იჯდეს ცოლ-შვილის გვერდით, ვიდრე ეს ჯოჯოხეთი გაიაროს.
* ცოლი უყვარს
შეიძლება, რთული გასაგებია, მაგრამ მოღალატე ქმრებს მართლა უყვართ ცოლი. ლოგიკურად სიყვარული და ღალატი ერთად ვერ უნდა არსებობდეს, რადგან ღალატით აყენებთ ტკივილს იმას, ვინც გიყვართ. მაგრამ კაცებისას რას გაიგებთ. ერთი უყვართ, მეორესთან სძინავთ და მესამეზე ოცნებობენ.
* ბავშვები
კაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვებს მამა უნდა ჰყავდეთ. რა თქმა უნდა, გაყრის შემდეგაც შეუძლიათ შვილებზე ზრუნვა, მაგრამ ამ გზით ცდილობენ, პატიება მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე მათი ღალატის შესახებ შეიტყობს. ასეთ მამაკაცებს შეუძლიათ, ცოლს არც კი დაელაპარაკონ და მხოლოდ ბავშვების გამო იცხოვრონ მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ღალატს გამართლება არ აქვს. გაუფრთხილდით ურთიერთობებს, სიყვარული ხომ ცხოვრების აზრია.

საშიში მამაკაცები

ისინი – საშიში მამაკაცები, რომელთაც ქალების ხარჯზე უყვართ ცხოვრება, საკმაოდ მომხიბვლელები და ელეგანტურები არიან, ქალის მიმართ ყურადღებიანები, კარგად ეხერხებათ კომპლიმენტები, შესანიშნავი მოსაუბრენი და ისეთი საყვარლები არიან, ძნელია, ქალმა თავი შეიკავოს და არ შეიყვაროს, თუმცა ეს შეიძლება, სუსტი სქესის წარმომადგენელს ძალიან ძვირი დაუჯდეს.
ალფონსი მამაკაცები მიზანმიმართულად კონცეტრირებული არიან შეძლებულ ქალებზე, სხვათა შორის, ეს მათი ერთადერთი მიზანია. ქალის ასაკს, გარეგნობას, ინტელექტს, თუ მკერდის ზომას მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
თავიანთ ქსელში ალფონსები ქალს აუჩქარებლად, ჭკვიანურად ხლართავენ, თავიდან ფინანსებსაც არ ინანებენ, ანუ „საქმეში“ ჩასადებად საწყისი თანხის გაღებაც არ ენანებათ, მაგალითად, რესტორნისთვის, ყვავილებისთვისა და სხვა საჩუქრებისთვის, ეს ხომ მათთვის ინვესტიციაა, რომელსაც მალე დივიდენდები მოჰყვება.
რაც უფრო გამოცდილია ალფონსი, მით უფრო ძნელია მისი ზრახვების ამოცნობა. ნამდვილი პროფესიონალები ძალიან დელიკატურად მუშაობენ. ხშირად ალფონსი ქალს აჯერებს, რომ მის გარეშე იგი არარაობაა, რომ მხოლოდ მას შეუძლია უყვარდეს ის ასე ძლიერ და მხოლოდ მას შეუძლია იყოს მის მიმართ ყურადღებიანი. ამიტომაც, მარტოხელა ქალები ექცევიან ფსიქოლოგიურ წნეხში და იმისთვის, რომ შეინარჩუნონ „სანუკვარი არსება“, ფულს დაუნანებლად იხდიან.
ჟიგოლო-ალფონსი – ეს პროფესია რთული და კრეატიულია. იგი კარგი მენეჯერია, რომელმაც თავისი თავი და იდეები მიჰყიდა ქალს. ზოგიერთი მათგანი ერთბაშად რამდენიმე ქალთან აბამს რომანს. ჩვეულებრივი ქალისთვის ალფონსის ამოცნობა ძნელია, თუ სხვები მიუთითებენ, ცდილობენ, თვალი აუხილონ, ფაქტები და მაგალითები მოჰყავთ, ქალი იმ მომენტში „ბრმა და ყრუა“. სამწუხაროდ, ალფონსი მამაკაცები ჯერაც რჩებიან აქტუალურებად და პოპულარობით სარგებლობენ არცთუ უჭკუო ქალბატონებშიც კი.

შეიყვარეთ საკუთარი თავი

საკუთარი თავის რწმენა, ასევე, ცხოვრებასთან დამოკიდებულება ადამიანში ბავშვობიდანვე ფორმირდება. ოჯახში, სადაც მშობლების თვითშეფასება დაბალია, სადაც პასიური დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების მიმართ, ბავშვის შანსი, რომ თავდაჯერებული და ოპტიმისტი გაიზარდოს, საკმაოდ მცირეა. თუმცა, აუცილებელია, რომ მომავალში მაინც ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ძალების რწმენა.
* თავდაჯერებული რომ იყოთ, ჯერ საკუთარი თავის მიმართ კეთილად უნდა განეწყოთ. ანუ, შეიყვარეთ ყველანაირი ხერხითა და საშუალებით. ეს თვითშეფასებას მოგიმატებთ;
* მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თქვენ გაქვთ ბევრი ისეთი რამ, რითიც შეგიძლიათ, იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ, იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, ნაკლოვანებები;
* ყურადღება მიაქციეთ, როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები. არ არის აუცილებელი, კონკრეტულ ადამიანს მიბაძოთ. შეიძლება, რომელიმეს ლაპარაკის მანერა მოგეწონოთ, მეორის სიარულის მანერა, მესამის – თუ როგორ უჭირავს თავი და ასე შემდეგ, აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ თქვენში.
* შეეცადეთ, აკეთოთ, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, საკუთარი თავის დაფასებასაც იწყებს. ანუ, სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით.
* მიიღეთ ცხოვრება მისი მრვალფეროვნებებით. მშვიდად მიუდექით პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გახსნილად გამოხატეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები, ზუსტად დააფიქსირეთ აზრი, რომლითაც საკუთარ სიმართლეს იცავთ;
* გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი