ქალი და კაცი

მარტივი ურთიერთობა

№26

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 11.07, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ურთიერთობები მარტივი არასდროსაა. კაცების უმეტესობას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და საყვარელ ქალს არ ეუბნებიან იმას, რასაც ფიქრობენ, რასაც მისგან ელიან. ამიტომაც, ურთიერთობების ექსპერტებმა გამოარჩიეს რვა, ერთი შეხედვით, წვრილმანი, თუმცა მნიშვნელოვანი რამ, რისი თქმაც კაცს საყვარელი ქალისთვის სურს, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ეუბნება.

მამაკაცს საყვარელი ქალისგან არ სჭირდება თანხმობის მოსმენა ამა თუ იმ საკითხზე. კაცს ყოველთვის სურს, რომ მიიღონ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია – თუმცა, ამ ყოველივეს არ ამბობს, ის უთქმელად მოელის, რომ საყვარელი ქალი მიიღებს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, რომ მოიწონებს მის იდეებს და მხარს დაუჭერს.

კაცს არ სურს, რომ საყვარელმა ქალმა პრობლემები მოუგვაროს – როცა გამოწვევების ან პრობლემების წინაშეა, მას არ უნდა, რომ ამ საქმეში საყვარელი ქალი ჩარიოს, მას, უბრალოდ, მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდება.

კაცს საყვარელი ქალისგან კომპლიმენტების მოსმენა სურს – თუმცა ამას არასდროს იტყვის. კაცებსაც ზუსტად ისე სიამოვნებთ ქათინაურები, როგორც ქალებს.

მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა მათი საყვარელი ქალი ვინმეს გამო გაბრაზებულია – თუმცა არც იკითხავს, თუ რატომაა პარტნიორი ნაწყენი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდა ამის გაგება და მოთმინებით დაელოდება, სანამ ქალი თვითონ არ მოუყვება.

კაცებს არ უყვართ გრძნობებზე საუბარი და არც ის, როცა ეკითხებიან, რატომ არიან მოწყენილები ან მხიარულები – მოწყენილობის დროს მათ, უბრალოდ, თავისუფალი სივრცე და მარტო დარჩენა სჭირდებათ, ყოველგვარი კითხვების გარეშე.

კაცს მოსწონს, როცა ქალი ურთიერთობის დაწყების ინიციატივას იჩენს – როგორც წესი, ურთიერთობები კაცების ინიციატივით იწყება. სტერეოტიპული მოსაზრებაა, რომ კაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ, თუმცა ეს მხოლოდ მოსაზრებაა და პრაქტიკული მაგალითები საპირისპიროს ამტკიცებს.

კაცს არ შეუძლია ქალის აზრების წაკითხვა და სურს, რომ პარტნიორმა პირდაპირ უთხრას საკუთარი სურვილების შესახებ – ეს ნამდვილად ტყუილია. თუმცა, ურჩევნიათ, თუ საყვარელი ქალი გულწრფელად და დაუფარავად ეტყვის საკუთარ სურვილებს. ასე ბევრი გაუგებრობის თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

მამაკაცს, ისევე როგორც ქალს, სჭირდება პირადი სივრცე – მას სურს, რომ საყვარელმა ქალმა პატივი სცეს მის თავისუფლებას და თუ რამდენიმე დღით მარტო ყოფნას გადაწყვეტს, ეს არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხართ.

ბედნიერება დეტალებშია

ამბობენ, რომ ბედნიერება დეტალებში უნდა ვეძებოთ, მცირედით სიხარული ვისწავლოთ და ასე უფრო მშვენიერი იქნება ჩვენი ცხოვრება.

ყველა ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით იქცევა, ამას კი ან ბედნიერება მოაქვს, ან სტრესულ და დეპრესიულ ცხოვრებას განაპირობებს.

სიმართლის თქმა ბედნიერი ცხოვრების გასაღებია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ერთ ტყუილს მეორე მოსდევს, მეორეს – მესამე... საბოლოოდ ადამიანი ისე იხლართება საკუთარ ტყუილებში, შემდეგ თავადაც უჭირს სიმართლის გარკვევა. თანაც, ყველა ტყუილი ბოლოს აუცილებლად მჟღავნდება და ამით კი აუცილებლად ვიღაც გულნატკენი რჩება.

გახსოვდეთ, ტყუილი სტრესის განმაპირობებელი ფაქტორია! ის გიფუჭებთ ურთიერთობებს და ბედნიერების პოვნაში ხელს გიშლით.

ასევე, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ცხოვრება სავსეა წარმატებებით და წარუმატებლობებით, სხვაგვარად წარმოუდგენელია. მთავარია ის, თუ როგორ იქცევით რთულ პერიოდში, რას აკეთებთ ასეთ დროს. არასდროს დანებდეთ, დეპრესიას, მომავლისკენ გაიხედეთ და მუდმივად იმოქმედეთ, რადგანაც მოქმედება აუცილებელია პრობლემების დასაძლევად. არა უშავს, თუ ახლა ცუდად ხართ. ეს აუცილებლად გაივლის და ცხოვრება კვლავ ბედნიერი მომენტებით აივსება – ეს ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ფიქრობთ, რომ ყველა გზა მოჭრილია. რა თქმა უნდა, რეალურად ასე არ არის და გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუ კარგად მიმოიხედავთ, თუ მოინდომებთ, გამოსავალი, მართლაც, ყოველთვის არსებობს. თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყაროს ტვირთი მხრებზე გაწევთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, თვალები დახუჭოთ, ღრმად ჩაისუნთქოთ, მოეშვათ, ხვალ ახალი დილა გათენდება და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

არასდროს დანებდეთ შიშებს და არ მისცეთ მათ თქვენი მართვის უფლება – ხშირად საკუთარი შიშები გადაულახავი დაბრკოლება ხდება და სწორედ, მათ გამო ვერ ვაღწევთ წარმატებას. დაისახეთ მიზნად მათი დაძლევა და გააკეთეთ ზუსტად ის საქმე, რომელიც გაშინებთ. წარმატება მხოლოდ ასე მიიღწევა, რისკი და უშიშრად მოქმედება აუცილებელია ბედნიერი ცხოვრების მოსაპოვებლად.

ისწავლეთ „არას“ თქმა – არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც გამუდმებით სხვების დახმარებაზე ფიქრობს, როგორც ფინანსურად, ასევე ემოციურად, თუ ფიზიკურად. მუდამ სხვებზე არიან კონცენტრირებულნი. ასეთ ადამიანებს ხშირად საკუთარი თავი ავიწყდებათ.

არა უშავს, თუ უარს იტყვით იმის გაკეთებაზე, რაც არ გსურთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ „არას“ თქმა. თქვენ ერთადერთი ხართ, რომელმაც იცის, თუ რა გაბედნიერებთ და რა გჭირდებათ, არ იდარდოთ, თუკი არ უპასუხებთ არასასურველი ადამიანების შეტყობინებებსა და ზარებს. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, გიკარნახონ, როგორ წარმართოთ თქვენი ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი