ქალი და კაცი

ქორწინების შვიდი ეტაპი

№16

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 02.05, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

აღმოჩნდა, რომ ქორწინება შვიდი ეტაპისგან შედგება. თუ წყვილებს ამ ეტაპების შესახებ მეტი ინფორმაცია ექნებათ, განქორწინებათა რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.

ჩვენ თავად ვირჩევთ მეწყვილეს, მაგრამ იმისთვის, რომ შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიყვარული ოჯახურ ცხოვრებაში, საჭიროა კარგად შევიცნოთ ერთმანეთი, დავმეგობრდეთ და მხოლოდ შემდეგ შევიყვაროთ. სხვა შემთხვევაში, როგორც კი რომანტიკა გადის, ვარდისფერი სათვალე მოიხსნება და პარტნიორები ურთიერთობის პირველ სირთულეებს, ურთიერთობის პირველ გამოცდას აწყდებიან. ბევრი კი, საერთოდაც, მიიჩნევს, რომ სიყვარული გაქრა.

არსებობს ურთიერთობის შვიდი ეტაპი, სწორედ მათი გავლის შემდეგ მოდის ნამდვილი სიყვარული.

შოკოლად-თაიგულის ეტაპი – რომანტიკული ეტაპი დაახლოებით თვრამეტი თვე გრძელდება. როცა წყვილს ორგანიზმში გამოუმუშავდება ჰორმონები, რაც ეხმარება მათ სამყარო ნათელ ფერებში დაინახონ. ამ პერიოდში მათ თავიანთ პარტნიორში ყველაფერი მოსწონთ, ამიტომ შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება.

გადავსების ეტაპი – პერიოდი, როცა გრძნობების ზღვა ცხრება და თქვენ ნელ-ნელა ეჩვევით ერთმანეთს. თქვენ უფრო თავისუფლად და ბუნებრივად იქცევით.

ზიზღის ეტაპი – ეს ეტაპი გარდაუვალია ნებისმიერი, ხანგრძლივი ურთიერთობის დროს. ამ ეტაპს ახასიათებს ერთმანეთის ხასიათში ნაკლის გამოვლენა. ფიქრობთ, რომ ამის თავიდან არიდების ყველაზე მარტივი გზა დაშორება ან განქორწინებაა. ნუ იჩქარებთ. გადადით ახალ ეტაპზე.

მოთმინების ეტაპი – ამ ეტაპზე პარტნიორები სიბრძნეს იძენენ. დაპირისპირებები უკვე აღარ ატარებს დრამატულ ხასიათს, რადგან ორივემ იცის, რომ კამათი სრულდება, ხოლო ურთიერთობა კი უნდა გაგრძელდეს.

მოვალეობისა და პატივისცემის ეტაპი – ეს ნამდვილი სიყვარულის პირველი ეტაპია, აქამდე ხომ სიყვარული არც არსებობდა. პარტნიორები იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რისი გაკეთება და მიცემა შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის.

მეგობრობის ეტაპი – ამ პერიოდში პარტნიორები ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან, ენდობიან ერთმანეთს, როგორც ყველაზე ახლო მეგობარს. მეგობრობის ეტაპი გზას ხსნის ნამდვილი სიყვარულისკენ.

ჭეშმარიტი სიყვარულის ეტაპი – ჭეშმარიტ სიყვარულამდე დიდი გზაა გასავლელი, ის ციდან ჩამოვარდნილი მოულოდნელობა არ არის.

გახსოვდეთ, ჭეშმარიტ, სიყვარულს ადამიანი იძენს მაშინ, როცა უარს ამბობს ეგოიზმზე. ერთგულება და მოთმინება კი სიყვარულის მთავარი თვისებაა.

ძირითადი სურვილი

თუ კაცს საყვარელ ქალთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს, ამბობს, რომ ქალების გაგება ძნელია და რომ მათ თავადაც არ იციან, რა უნდათ. სინამდვილეში საქმე სხვანაირადაა. რეალურად, ქალების უმრავლესობას ძალიან ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის.

ქალს უნდა, იყოს სასურველი.

როცა ქალმა იცის, რომ ვიღაც მასზე გიჟდება, ენერგიისა და ძალის ისეთ მოზღვავებას გრძნობს, რაც მანამდე არასდროს განუცდია.

ქალის სურვილია, ყოველთვის გრძნობდეს, რომ საყვარელი მამაკაცი მის გვერდითაა, მისი მხარდამჭერი და ძალაა. როცა ქალები სტაბილურობას გრძნობენ, ეს მათთვის ენით აუღწერელი ბედნიერებაა.

ქალს სიამოვნებს, როცა ურეკავენ, ინტერესდებიან დეტალებით და დღის უმნიშვნელო ამბებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს გვერდით ადამიანი, რომელიც მარტოობას არ გაგრძნობინებს.

ქალს სჭირდება მეგობარი – ურთიერთობა არ იქნება ნამდვილი, თუ ადამიანები ერთმანეთს არ მოუსმენენ და არ გაუგებენ.

ქალებს შეხვედრის სურვილი ორმხრივი სიმპათიის გამო არ უჩნდებათ, ამიტომ ჯობია, მამაკაცმა ფანტაზიები თავისთვის შეინახოს. რატომ არ უნდა დაიწყოთ ურთიერთობა მეგობრობით? და მომავალში ნახავთ რა როგორ იქნება.

ქალს უნდა, თავი განსაკუთრებულად იგრძნოს.

თუ მამაკაცს მართლა უყვარს ქალი, მამაკაცი ამას აჩვენებს. ის დაიწყებს ქალის დარწმუნებას თავის გრძნობაში ნებისმიერი ხერხით: აჩუქებს ყვავილებს, შოკოლადს, სუნამოს, დაპატიჟებს რესტორანში, წაიყვანს ბუნებაში ან სასიამოვნოდ გაატარებინებს უქმე დღეებს. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევას გამოიყენებს, რომ საყვარელი ქალი უკეთ გაიცნოს.

ქალს უნდა, კაცი მასთან მართალი იყოს. თუ ქალს მოსწონხართ და იგივეს არ გრძნობთ მის მიმართ, უთხარით ამის შესახებ პირდაპირ. ნუ მოიქცევით ისე თითქოს მეფე ხართ და ქალი თქვენი ქვეშემრდომია. იყავით მართლები მასთან და საკუთარ თავთან. როცა ქალი სულსა და გულს გაძლევთ, ნუ გამოიყენებთ მას, ქალი ხომ სათამაშო არაა. ის გულის კარნახით ცხოვრობს. გახსოვდეთ, ქალი ემოციური არსებაა.

რეალური გრძნობების დაფარვით მას გულს სტკენთ. თუ ქალი „სათადარიგო ვარიანტად გყავთ“, ჯობია, ეს არ გააკეთოთ. ასე მოქცევა უსამართლობაა. თქვენი ურთიერთობები ჩიხში შევიდა? უთხარით მას ამის შესახებ.

სუსტი სქესის წარმომადგენლებს არც ისე ძალიან სჭირდებათ მამაკაცები, თუმცა მამაკაცები სხვანაირად ფიქრობენ. თუ თქვენი გრძნობები ორმხრივი არაა, გაუშვით ის, რადგან არსებობს მამაკაცი, რომელსაც ის ნამდვილად სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი