ქალი და კაცი

ქმარი თუ ბავშვი

№31

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 14.08, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

დაქორწინებული ქალი უფრო მეტ სტრესულ სიტუაციაში ხვდება, ვიდრე მარტოხელა. სტრესი კი უძილობას, გაღიზიანებასა და თავის ტკივილებს იწვევს. უკანასკნელი კვლევით გამოვლინდა, რომ ქალების 46 პროცენტს თავისი ქმრის გამო უფრო აქვს სტრესი, ვიდრე ბავშვის გამო.

მაინც, როგორ ახერხებენ ქმრები ამას? აი, ძირითადი პუნქტები:

პასუხისმგებლობის არათანაბრად განაწილება – გამოკითხული 5 ქალიდან, ერთი ყოველთვის ამბობს, რომ სახლში მოვალეობების არათანაბარი განაწილების გამო ყველაფრის გაკეთება თავად უწევს.

თავის დადანაშაულება და ნაკლები დრო საკუთარი თავისთვის – სწორედ იმის გამო, რომ ოჯახში ქალი თავის თავზე იღებს ძალიან ბევრ რამეს, დრო აღარ რჩება საკუთარი თავისთვის, იგი პასუხისმგებლობას გრძნობს ყველასა და ყველაფრის მიმართ და თუ სწორედ ასეთი რეჟიმის გამო რამე არასწორად გამოვიდა, ისევ თავს იდანაშაულებს. ესაა ყველაზე სტრესული მომენტი. ქალებმა აღიარეს, რომ დროის უქონლობის გამო გახდნენ უხასიათოები და აგრესიულები.

ხშირად ცოლებს ისეთი რაღაცების გაკეთება უწევთ, რაც ქმრებმა უნდა გააკეთონ – ჩვეულებრივ, ცოლები საკუთარ თავზე იღებენ საყიდლებზე სიარულს, ონკანის შეკეთებას, ნივთების გადაადგილებას, რაიმე მოწყობილობის დამონტაჟებას. ეს არის უდიდესი შეცდომა, მაშინ, როცა ქალების 20 პროცენტმა აღიარა, რომ ისინი სთხოვდნენ ქმრებს დახმარებას, თუმცა მათი მოუცლელობის გამო მაინც თავად უწევდათ ამ საქმეების შესრულება.

ქმარი კიდევ ერთი დამატებითი ბავშვია ოჯახში – კვლევებით დადგინდა, რომ 43 წლამდე მამაკაცი ისე იქცევა, როგორც ბავშვი. ამიტომ ქალებს ქმრებზე ზრუნვა დედასავით უწევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი შვილებს ეთამაშებიან. ცოლებმა აღიარეს, რომ ქმრები ისე ერთობიან შვილებთან, სულ ავიწყდებათ სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა და ბოლოს ყველაფერი ისევ ქალების დასალაგებელი ხდება.

ერთი მშობელი უშლის, მეორე „კის“ ეუბნება – ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა ბავშვების აღზრდის პროცესში. საჭიროა, მშობლებს ჰქონდეთ თანხმობა, ამ დროს ბავშვის ფსიქიკაც სხვანაირად ვითარდება, მაგალითად, უფრო მეტ სიყვარულს ამჟღავნებს მამის მიმართ, თუ ის დედასთან შედარებით ლმობიერია და ასე შემდეგ:

P.S. ქალბატონებო, თუ არ გინდათ, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადოთ, თავიდანვე ნუ დათმობთ პოზიციებს, გადაანაწილეთ მოვალეობები და მიეცით თქვენს ქმარს უფლება, თავადაც მოაგვაროს საყოფაცხოვრებო პრობლემები. ყველაფერი თქვენი მოსაწესრიგებელი სულაც არაა. იზრუნეთ ჯერ საკუთარ თავზე, მერე მეუღლეზე და შემდეგ ერთად – შვილებზე.

ფაქტები, რომელიც შესაძლოა, ქალებმაც არ იციან

👉 თუ მიკროსკოპში ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ქალის თმის ღერი ორჯერ უფრო წვრილია მამაკაცისაზე;

👉ქალის გულისცემა კაცისაზე უფრო სწრაფია;

👉ქალი მამაკაცზე ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებს წამწამებს;

👉ქალებს ერთგულება და სიყვარული მამაკაცზე ძლიერად შეუძლიათ, რაც ჰორმონ ოქსიტოცინთან არის დაკავშირებული;

👉 ქალებში კალორიების წვის პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში, ასე რომ, აქვთ მიზეზი გაამართლონ თავიანთი ზედმეტი წონა;

👉 ქალებს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს;

👉ქალებს ენაზე უფრო მეტი გემოს რეცეპტორები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. სწორედ ამიტომ დეგუსტატორად უპირატესობას ქალებს ანიჭებენ;

👉ტკივილის რეცეპტორები ქალს უფრო მეტი აქვს, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ესტროგენი ანთებითი პროცესების ბლოკირებას ახდენს;

👉 ქალის თვალი უფრო მეტ ფერს აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი, რაშიც X ქრომოსომა ეხმარება;

👉ქალები უფრო ელასტიკურები არიან, ვიდრე მამაკაცები, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქალის კუნთები უფრო მეტ ელასტინს შეიცავს, ვიდრე კოლაგენს;

👉ქალისგან განსხვავებით, მამაკაცის ყურს, მაღალი სიხშირის ბგერები ყოველთვის არ ესმის;

👉ქალს მამაკაცზე უფრო ფხიზელი ძილი აქვს. ძილის დროს ქალებში ტვინის აქტივობა მხოლოდ 10 პროცენტით მცირდება;

👉 ქალებს შეუძლიათ კარგად გაარჩიონ ტკბილეულის ნაირსახეობა, მამაკაცები უპირატესობას ცხარეს და მჟავეს ანიჭებენ;

👉 ქალები მამაკაცებზე ორჯერ მეტს ლაპარაკობენ, ქალის მეტყველებას ერთბაშად ტვინის ორი ცენტრი აკონტროლებს;

👉 სიცხეში ქალის მკერდი ზომაში მატულობს;

👉 ქალის ორგაზმი უფრო ძნელად მიიღწევა, ვიდრე მამაკაცის. მამაკაცს ამისთვის, დაახლოებით, 2-5 წუთი დასჭირდეს, ხოლო ქალისთვის ზოგჯერ 10 წუთიც არაა საკმარისი, ასე რომ, მამაკაცს ამისთვის კარგი შრომა უწევს;

👉ქალებს უფრო მოქნილი კისერი აქვთ, ამიტომ მამაკაცებისგან განსხვავებით, როცა ვინმე ეძახის სულაც არაა საჭირო მთელი ტანით მოტრიალდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი