ქალი და კაცი

ხანგრძლივი ურთიერთობისთვის

№32

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.08, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იცით, მამაკაცებს რისი მოსმენა სურთ? აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ მათთან ხანგრძლივი ურთიერთობა გადაწყვიტეთ. მარტივია. უბრალოდ, გულწრფელი უნდა იყოთ.

დაიწყეთ ყველაზე ელემენტარულით. უთხარით კაცს, „შენთან თავს დაცულად ვგრძნობ“ – გააგებინეთ, რომ მხოლოდ მისი გვერდით ყოფნაა საკმარისი იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ – ამ სიტყვების მოსმენით, ნებისმიერი მამაკაცი აღფრთოვანდება.

„ძალიან მინდა შენთან ყოფნა“ – მამაკაცებს მოსწონთ, როცა საყვარელ ქალს ემოციურად სჭირდება. მაგრამ, ისინი გიჟდებიან ფიზიკურ საჭიროებაზე – იქნება ეს სექსი თუ, უბრალოდ, ხელის ჩაკიდება. აგრძნობინეთ თქვენს რჩეულს, რომ მის გვერდით ყოფნა გსურთ!

„მე მჯერა შენი“ – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კაცს აბედნიერებს, არის იმის ცოდნა, რომ საყვარელი ქალი მისი მთავარი მხარდამჭერია.

„მიყვარს, როდესაც შენ...“ – მიეცით საშუალება თქვენს საყვარელ მამაკაცს, გამოსცადოს ის სასიამოვნო გრძნობები, რომელიც თქვენთან ძლიერი მიჯაჭვულობის განცდით წარმოიქმნება.

„ყველაფერი კარგად იქნება“ – არაფერია იმაზე მეტად მანუგეშებელი, ვიდრე იმის ცოდნა, რომ საყვარელი ქალი გამხნევებს და პრობლემების მოგვარებაში გეხმარება.

„მიყვარს, როდესაც მაცინებ“ – საყვარელი ქალის გამხიარულება ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა. მაშინაც კი, თუ თქვენი მამაკაცი დიდი იუმორის გრძნობით არ გამოირჩევა, მას მაინც შეუძლია ფავორიტი კისკისის მიზეზი გახდეს.

ეს მითი არ არის

• ქალები ხედავენ უფრო მეტ ფერს – ქალებს სამყაროში ძალიან ბევრი ფერის დანახვა შეუძლიათ. კვლევის თანახმად, ქალი 20 პროცენტით უფრო მეტ განსხვავებულ ფერსა და ჩრდილს ხედავს, ვიდრე მამაკაცი;

• ქალები ალკოჰოლის მიმართ ნაკლებად რეზისტენტულები არიან – მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ალკოჰოლი ქალისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მამაკაცისთვის. ქალის ორგანიზმს არ შეუძლია ალკოჰოლის მავნებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის უფრო ადვილად აზიანებს ქალის ღვიძლს, ასევე, ტვინის ფუნქციონირებას და წარმოშობს ფსიქიკურ პრობლემებს;

• მოწიფული ქალი უფრო მომხიბვლელია – და ეს მხოლოდ ოიდიპოსის კომპლექსს არ უკავშირდება. ქალს, რომელმაც უკვე იმშობიარა, უფრო ქალური ფორმები უყალიბდება და კვლევის თანახმად, ის მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება;

• ქალი ცხოვრების განმავლობაში, საშუალოდ, 1 კილოგრამ პომადას ჭამს – რაც, დაახლოებით; 533 ტუბი ტუჩსაცხია. საკვებთან ერთად ქალი ტუჩზე წასმულ პომადასაც მიირთმევს;

• ქალს არ უყვარს გარისკვა – ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლებად იღებენ სარისკო გადაწყვეტილებებს, რასაც აქვს მეცნიერული ახსნა: ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელზედაც დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღება, მამაკაცის ტვინისგან განსხვავებულია, ამიტომაც ქალი გადაწყვეტილების მიღებისას რისკის გაწევას ფიქრს და ანალიზს ამჯობინებს;

• ქალის გვერდით მამაკაცი წონაში იმატებს – როცა ურთიერთობა ხანგრძლივია, მამაკაცი წონაში იმატებს. მკვლევრები ამას საყვარელ ქალებს უკავშირებენ. ქალებს უყვართ მამაკაცებზე ზრუნვა და ამიტომ პარტნიორებს სხვადასხვაგვარ გემრიელ საჭმელებს უმზადებენ. თუმცა ზრუნვის გარდა, არსებობს სხვა მიზეზიც. ზოგი მკლევარი ამბობს, რომ ქალს ქვეცნობიერად სურს, მისი საყვარელი მამაკაცი ნაკლებად მიმზიდველი იყოს სხვა ქალებისთვის;

• ქალების უმეტესობისთვის კომფორტზე მნიშვნელოვანი მოდურად ჩაცმაა – ამას არ სჭირდება მეცნიერული ახსნა. ალბათ, გარშემო ხშირად გინახავთ ქალი, რომელსაც კომფორტულად სიარულს ურჩევნია, ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვას და იტანჯებოდეს, მაგრამ სამაგიეროდ, მოდურად გამოიყურებოდეს;

ქალის ტვინის უჯრედები ერთმანეთთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული – საშუალოდ, ქალის ტვინი 9 პროცენტით უფრო პატარაა, ვიდრე მამაკაცის, მაგრამ ეს შემეცნებით უნარებზე გავლენას ვერ ახდენს, რადგანაც უჯრედები იმავე რაოდენობისაა, უბრალოდ, უფრო მჭიდროდაა განლაგებული;

• ქალები არიან გამომგონებლები – მერი ანდერსონმა 1903 წელს საქარე მინის საწმენდი გამოიგონა. ქალებს ამის გარდა არაერთი გამოგონება უკავშირდებათ. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანის. ის 1887 წელს ჟოზეფინა კოქრენმა გამოიგონა;

• მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავდაპირველად მამაკაცებისთვის შექმნეს – ხოლო 1600 წელს ფეხსაცმელი ქალებმა მოირგეს იმისთვის, რომ უფრო მამაკაცური იერი ჰქონოდათ;

• ქალებს უკეთესად შეუძლიათ ადამიანების ამოცნობა – მათ მამაკაცებზე უკეთ შეუძლიათ გაიგონ, რა იმალება ადამიანების მიმიკის, ჟესტიკულაციის მიღმა. სწორედ ამიტომ, ისინი უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სოციალური საქმიანობის თვალსაზრისით;

• ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ – საშუალოდ, ქალი 2-3 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მამაკაცი;

• ეს, რა თქმა უნდა, ზუსტი სტატისტიკა არ არის, მაგრამ ქალები დღის განმავლობაში, დაახლოებით, 20 000 სიტყვას ამბობენ, მამაკაცები კი – 13 000-ს.

• თუ ქალს 15 წამის ან მეტი ხნის განმავლობაში ჩაეხუტებით, მისი ნდობა თქვენდამი გაორმაგდება;

• მაღალი ქალები კიბოსკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე შედარებით დაბლები;

• ქალებს კაცებზე ბევრად მგრძნობიარე კისერი და კისრის მალები აქვთ;

• ვენერა – ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ქალის სახელი ეწოდა;

• თუ მამაკაცები ხელებს იფარებენ ყურებზე და ასე იხშობენ სმენით ორგანოს, ქალები ამას თითების მეშვეობით აკეთებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი