ქალი და კაცი

კარგი ქმარი

№15

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.04, 2021 წელი

ქალი და მამაკაცი
დაკოპირებულია

იდეალური ადამიანები არ არსებობენ. მაგრამ საკმარისია, ვინმე შეგვიყვარდეს, სწორედ, ამ ადამიანს აღვიქვამთ იდეალად. გვიხარია და სანამ ეიფორიაში ვართ, კითხვაც არ გვიჩნდება – ცხოვრების მეგზურად ნამდვილად ეს ადამიანი უნდა აგვერჩია თუ არა. ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კარგ ქმარს ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები აუცილებლად უნდა ახასიათებდეს:

კარგ ქმარს არ ეშინია სირთულეების და თავად აგვარებს პრობლემებს, ანუ ნამდვილი მამაკაცი ისაა, ვინც საქმით ამტკიცებს, რომ ის ღირსეულია, ყოველთვის მზად არის, გვერდში დაგიდგეთ რთულ მომენტებში და სირთულეები აგარიდოთ.

კარგ ქმარს შეუძლია, თავად მოამზადოს კერძები – ქალები დარწმუნებულები არიან, რომ იდეალური მამაკაცი ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს და ამას ხალისით აკეთებს.

კარგი ქმარი ყოველთვის მხარს გიჭერთ, თუნდაც მაშინ, როცა რაიმე შეცდომას უშვებთ – ყველა ვუშვებთ შეცდომებს. ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და როდესაც ეს ხდება, თქვენი მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა დაგიდგეთ გვერდით. თუნდაც დამნაშავე იყოთ, ის მაინც უნდა გამხნევებდეთ.

კარგი ქმარი ყურადღებიანია და დაკვირვებული – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ზუსტად უნდა ახსოვდეს რომელი კაბა გეცვათ პირველ პაემანზე, მაგრამ ზუსტად იცის, რამდენ კოვზ შაქარს იყრით ჩაიში. იცის რომელი მუსიკა მოგწონთ ან რომელი კერძი.

კარგი ქმარი მარტო ჭკვიანი კი არა, ბრძენიცაა – მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენ გვერდით ის ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ყოველდღიურ წვრილმანებში. მუდმივად გაძლევთ სასარგებლო რჩევებს. თუ ასეთი ქმარი გყავთ, ნამდვილად გაგიმართლათ.

კარგმა ქმარმა ზუსტად იცის, როგორ აგიმაღლოთ განწყობა – როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, ის ხუმრობს ან ისეთ რამეს აკეთებს, რაც გაგამხიარულებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ ან, უბრალოდ, მიჰყავხართ სამოგზაუროდ, რომანტიკულ თავგადასავალში.

კარგ ქმარს შეუძლია შეთანხმება და კომპროპისის მიღწევა – შესწევს იმის უნარი, რომ ჩხუბის გარეშე მოაგვაროს საქმე.

სახლიდან გასვლისთანავე არ ავიწყდება თქვენი პრობლემები – მართალია, მამაკაცებისთვის რთულია რამდენიმე პრობლემაზე ერთად კონცენტრირება, მაგრამ შეყვარებული ადამიანი არ ჩადებს თქვენს პრობლემებს „ძველ ზარდახშაში“ და არ დააწერს „ამაზე ხვალ ვიფიქრებ“.

თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია – მეუღლეები ერთმანეთისთვის არა მხოლოდ სანდო, არამედ კარგი მრჩევლებიც უნდა იყვნენ. მთავარია, გადაწყვეტილებას ერთად იღებდეთ და არა – ცალ-ცალკე.

კარგი ქმარი ცოლს ყოველთვის ეხმარება სახლის საქმეებში – თუ თქვენი მეუღლე გაფასებთ, ის დამლაგებლად არ გაქცევთ. გააზრებული ექნება, რომ სახლის საქმე ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, რაც ნამდვილად დამღლელია და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია, თავისი მეორე ნახევარი. ყველა გარკვეული თვისებების მიხედვით ირჩევს თავისი ცხოვრების მეგზურს. მთავარია, იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე დაგაყენებთ და რომელიც, ასეთივე იქნება თქვენთვისაც. სწორედ, ეს არის იდეალური ქორწინების გასაღები.

გააკეთე დასკვნა

ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, როცა ზღაპრების, ფერადი სიზმრებისა და უკიდეგანო ბედნიერების ცოტას თუ სჯერა.

ამიტომ, სანამ თქვენს ცხოვრებას სერიოზულად ვინმეს დაუკავშირებთ, შეუძლებელია, ერთი წარუმატებელი ურთიერთობის ტკივილი განცდილი არ გქონდეთ. გადატანილი განშორება კი თავის კვალს ტოვებს. ის ყოველთვის მტკივნეული და უსიამოვნოა. მაგრამ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის უფლება მაინც არ გაქვთ. არც ის უნდა იფიქროთ, რომ ეს წლები დაკარგულია. რატომ უნდა ლანძღოთ თქვენი ყოფილი და თავი ნეგატივით დაიტვირთოთ? ამ ყველაფრის ნაცვლად დაფიქრდით და ურთიერთობაში განცდილი მარცხისგან სწორი დასკვნები გამოიტანეთ.

მაგალითად, განშორება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ურთიერთობა შეცდომა იყო. არ არის საჭირო გააუფასუროთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენ შორის იყო. კარგი კი აუცილებლად იქნებოდა.

ცუდი სიტყვები, რომელსაც ყოფილის მისამართით წარმოთქვამთ თქვენს ფსიქიკაში ილექება. მერე კი ბუმერანგის პრინციპით უკან გიბრუნდებათ.

ისწავლეთ ყველაფერში დადებითის დანახვა. თუ ურთიერთობა არ გამოვიდა, არც თქვენ ხართ ამაში დამნაშავე, არც – ის. უბრალოდ, დასრულდა – ეს ნორმალურია, თუმცა ამის აღიარება მარტივი არ არის.

არასდროს შეიქმნათ ილუზიები. რეალობა მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. თუ საყვარელი ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში თქვენთან სასაუბროდ დროს ვერ გამონახავს, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ნუ ეთამაშებით საკუთარ ბედნიერებასა და სიმშვიდეს.

არ წაუყრუოთ ტყუილს. მნიშვნელობა არა აქვს – წვრილმანებზე ვინც ცრუობს, ის სერიოზულ საკითხებშიც მოგატყუებთ. ნდობის გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა განწირულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი