ქალი და კაცი

ქალების შეცდომა

№21

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 06.06, 2021 წელი

ქალების შცდომა
დაკოპირებულია

მოდით, თავიდან გავარკვიოთ, რას ნიშნავს საკუთარ თავზე ეკონომია. ეს ნამდვილად არ არის იაფფასიანი ნივთების შეძენა. ეკონომიაა, როდესაც ქალს აქვს შამპუნი, სეზონზე ერთი წყვილი ფეხსაცმელი და 2 წყვილი თეთრეული გამოსაცვლელად – თეთრი და შავი, ერთი გამოსასვლელი კაბა ან კოსტიუმი. დიახ, შეიძლება იყოს სხვა რამეებიც, მაგრამ ყველა ისინი ძველმოდურია. ახლის შესაძენად კი ფული ენანება.

მაგალითად, ქალი მიდის მაღაზიაში, იძენს პროდუქტებს ან ნივთებს შვილებისთვის, ქმრისთვის, ნათესავებისთვის, საკუთარი თავისთვის კი ფული არ რჩება ან ფიქრობს: „სხვა დროს იყოს“ და ასე ყოველ ჯერზე.

რა თქმა უნდა, ახლობლებისთვის ფული არ უნდა დაიშურო, მაგრამ შეიძლება, ბიუჯეტი ისე გათვალო, რომ საკუთარი ინტერესებიც დაიკმაყოფილო. საუბარია ისეთ ეკონომიაზე, როცა დახეულ „კოლგოტებს“ გაკერავ ან შარვლის ქვეშ ჩაიცვამ, როცა თეთრეული უკვე გახუნდა, როცა გარდერობში შეუხამებელი ტანსაცმელია და ერთადერთი კაბა გაქვს გამოსასვლელი, ახალი ტუში გაქვს შესაძენი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამე ჩნდება, რისთვისაც ფული უნდა დახარჯო. და ეს მნიშვნელოვანი რამეები არასოდეს ილევა!

ხშირად ხდება, რომ ფული გაქვს. მაგალითად, გაჩუქეს ან შეაგროვე, მაგრამ ქალი მიდის მაღაზიაში, არჩევს მოწონებულ ნივთს, დიდხანს ატრიალებს ხელში, მაგრამ მაინც მიდის და ამ თანხას სარეცხ საშუალებებზე ხარჯავს. იქნებ შემდეგში რაიმე უფრო ხარისხიანი და ლამაზი შეხვდეს. მაგრამ შემდეგშიც არაფერს შეიძენს. ქალებს, რომლებიც საკუთარ თავზე ეკონომიას სწევენ, ალბათ, ეცნოთ მსგავსი სიტუაცია.

არსებობს ფულის რაციონალურად გადანაწილების ცნება, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმას, რომ ყველა საკუთარი თავის წინ დააყენო.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე – რა იწვევს საკუთარი თავისადმი ასეთ დამოკიდებულებას.

ეკონომია უკვე ჩვევად იქცევა და რთულად იკურნება. ამის უკან დიდი შიში და დანაშაულის გრძნობა იმალება: „ახლა დავხარჯავ და ხვალ რომ ფული რაიმე უფრო მნიშვნელოვანზე დამჭირდეს? გამოდის, ეგოისტი ვარ, რომელიც არავისზე ფიქრობს“. ეს შიში ბავშვობიდან მოდის. ქალს სურს, დარჩეს უდანაშაულო. ეშინია, რომ როგორც ბავშვობაში, ვინმე გაუწყრება ან შემდეგ ქმარი-ტირანი სკანდალს მოუწყობს.

ქალები, რომლებიც ამ რეჟიმს რთავენ, კარგავენ მომხიბვლელობას. მათი ცხოვრება სავსეა ხარჯებზე დარდით და ეს დაღლილი და უკმაყოფილო სახით გამოიხატება. მათ შურის გრძნობა უჩნდებათ სხვა ქალების მიმართ, რომლებსაც მათზე მეტი აქვთ. აქედან მოდის მუდმივი გაღიზიანება და ქალურობის უქონლობა. ეს კი, როგორც ხვდებით, განქორწინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

მამაკაცს ასეთი ქალისადმი ინტერესი უქრება, ის უკვე უბრალოდ იყენებს ქალს და ამიტომ ნუ გექნებათ იმედი, რომ როცა საკუთარ თავზე ეკონომიას სწევთ, ქმარი საჩუქრებით აგავსებთ. შესაძლოა, უხეშად ჟღერს, მაგრამ მამაკაცი ვერ ხედავს აზრს, დახარჯოს ფული იმაზე, რაც იაფი ღირს და ამ ეკონომიას აღიქვამს, როგორც საკუთარი თავის მოვლის სურვილის უქონლობას.

ჭკვიანი ქალი ფულის გამო არ დარდობს. მან მშვენივრად იცის, რომ შეიძლება, გამოიმუშავო ან შთააგონო საყვარელი მამაკაცი ახალ ქმედებებზე. მას ეხერხება ბიუჯეტის დაგეგმვა და პრიორიტეტების გადანაწილება ისე, რომ საკუთარი თავი არ დაივიწყოს. არასოდეს გასწიოთ საკუთარ თავზე ეკონომია!

თუ ნამდვილად გიყვარს

ამბობენ, თუ ნამდვილად გიყვარს, მას სიტყვებით ვერ გადმოსცემო. სიყვარულს ხშირად არ აფასებენ და რჩება დიდი ნაკვალევი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერავინ და ვერაფერი წაშლის.

სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ადამიანი თავის მეორე ნახევარს მხოლოდ მაშინ აფასებს, როდესაც მას კარგავს.

არ არსებობს ერთი და განუმეორებელი სიყვარული. სიყვარული ბრძოლაა. ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც ზოგჯერ უნდა იომო.

თუკი თქვენ არ ხართ მზად, იტანჯოთ მისთვის, ევნოთ და ეწამოთ, ესე იგი, გაურკვევლობაში ხართ და სიყვარულს კი არა, რაღაც სხვას გრძნობთ. ხოლო თუ მთელი გულით არ გსურთ რაღაც, მაშინ თქვენ მას არ იმსახურებთ.

ჩვენ გვინდა, რომ ვუყვარდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენზე ზრუნავდნენ. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელზეც ყურადღების კონცენტრირებას საკმაოდ დიდხანს ვახერხებთ.

ის ხანდახან ძალიან მომაბეზრებელ საქმედაც შეიძლება, მოგვეჩვენოს, ხანდახან ურთიერთობა ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით მძიმდება და ჩვენგან ძალიან ბევრ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ამად ღირს.

ნამდვილი სიყვარული სხვა ადამიანის გულისთვის კბილებით ბრძოლაა. და თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ისიც, სწორედ, ასე კბილებით დაგიცავთ, ასევე იბრძოლებს თქვენი სიყვარულისთვის, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ურთიერთობა ნამდვილი პარტნიორობა იქნება.

არავინ იმსახურებს უსიყვარულო ცხოვრებას. უბრალოდ ის უნდა იპოვოთ, ვისთვისაც ტანჯვა ღირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი