ქალი და კაცი

ქალები და კაცები

№6

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.02, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

  ყველამ და უმეტესად  ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცები, რომლებიც სიყვარულზე ჭკვიანურად ლაპარაკობენ, შეყვარებულნი არ არიან. ზოგადად, ქალი ძალიან გონიერი  არსებაა და მისი მოტყუება ძნელია, თუკი თავად არ მოინდომა, რომ  მოტყუებული იყოს. 
 მამაკაცის გამოტეხა ადვილია, ქალის – შეუძლებელი. გარდა ამისა,  ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა.
  ქალები ბავშვებივით არიან და  ხშირად  „არას“ თქმა უყვართ, თუმცა მამაკაცებიც ბავშვებივით არიან და მათ სერიოზულად სჯერათ ეს „არა“.
  როცა ქალი ყველაფერში გაუგებს მამაკაცს, ეს მთავრდება ქორწინებით  ან... განქორწინებით.
მამაკაცი უფრო ხშირად თავის წინამორბედებზე ეჭვიანობს, ქალი კი მათზე, ვისაც მეტოქედ მოიაზრებს. 
მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კაცებზე გაცილებით შორსმჭვრეტელნი არიან – სურთ იყვნენ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.
კარგი იქნება, თუ ყველა ქალს ეხსომება, რომ მამაკაცი ვინმესთან კი არ მიდის, არამედ ვინმესგან მიდის.
ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან.
  ნამდვილი სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის შესაძლებელია  მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ.
ამბობენ, ნამდვილ კაცს სუფთა მომავალი უნდა ჰქონდეს, ჭეშმარიტ  ქალს – წარსულიო.
  ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია. ან პირიქით –  თუ ქალი ძლიერია, მის გვერდით მდგომი მამაკაცი არასოდეს წაიქცევა. 
მამაკაცი, რომელიც ქალს პატივს სცემს, მას არასოდეს  დაამცირებს. მაშინაც კი, როცა ტოვებს.

 

მარტივი სულაც
არ არის

  ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ქალი კაცის ანარეკლია, როგორც მოეპყრობი, ზუსტად ისეთი გახდება.
სწორედ მაშინ, როდესაც ოჯახის შექმნიდან გარკვეული წლების გასვლის შემდეგ ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისი დაგეწყებათ, აუცილებლად გამოჩნდება ახალი მუზა – შენზე უმცროსი გოგონა,  რომელიც ცოლზე ბევრად უფრო მიმზიდველად, მხიარულ და ნათელ არსებად მოგეჩვენება. გოგონა არ იქნება გადაღლილი ყოველდღიური, ყოფითი პრობლემებისა და საზრუნავისგან, ამიტომ გაცილებით ლაღად და თავისუფლად დაიწყებს  ურთიერთობას. მაგრამ... 
  ბუნებრივია, რომ გაგიჩნდებათ მასთან ურთიერთობის, მის სიახლოვეს ყოფნის  დიდი სურვილი. მოგინდებათ, გააბათ  რომანი, მაგრამ ჯერ დაფიქრდით და ნათლად წარმოიდგინეთ, რა მოყვება ამას – პაემნები, სეირნობა, მისი მოხიბვლის მცდელობა, სიურპრიზების გაკეთება და ამ ყველაფრის საგულდაგულოდ დამალვა სხვა ადამიანებისგან, უპირველესად, ცოლისგან და  სკანდალი, რაც თქვენს ცხოვრებას გააფუჭებს.
ამიტომ  დაფიქრდით, გჭირდებათ ეს ყველაფერი?
რა მოხდება, თუ ამ ყველაფერს ცოლის მიმართ გამოავლენთ?  მასთან ერთად წახვალთ კინოში, პაემნებზე, მას გაუკეთებთ სიურპრიზებს და შეეცდებით, ასიამოვნოთ.
  სცადეთ და  შედეგი გაგაოცებთ. ცოლის სახე ისევ ძველებურად გაბრწყინდება და თქვენ ისევ დაინახავთ მასში გოგონას, რომელმაც ერთ დროს თავბრუ დაგახვიათ და აუცილებლად მიხვალთ ერთ უტყუარ დასკვნამდე: ქალი – ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის. ეს არის ურთიერთობის  მთელი საიდუმლო.

ბევრი არაფერი

  დავიწყოთ იმით, რომ ქალი 20 პროცენტით უფრო მეტ განსხვავებულ ფერსა და ჩრდილს ხედავს, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცებმა სუსტი სქესის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ეს მათი შეცდომაა და ძალიან უშლით ხელს ურთიერთობაში. მეტი ინფორმაცია არც მათ აწყენთ და არც ქალბატონებს. 
   ნუ დააძალებთ ქალბატონებს ალკოჰოლს.  ქალის ორგანიზმს არ შუძლია ალკოჰოლის მავნე  ზემოქმედებისთვის  წინააღმდეგობის გაწევა.  ამიტომ ალკოჰოლი  უფრო ადვილად აზიანებს ქალის ღვიძლს, უარყოფითად მოქმედების ტვინის ფუნქციონირებაზე და ფსიქიკურ პრობლემებსაც კი წარმოშობს.
  მამაკაცების უმრავლესობას მოწიფული ქალები მოსწონთ და ეს ოიდიპოსის კომპლექსს არ უკავშირდება. ქალს ზრდასრულ ასაკში უყალიბდება ფორმები და ამიტომაც ის მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.
 ქალი ცხოვრების განმავლობაში, საშუალოდ, 1 კილოგრამ პომადას ჭამს – მას საკვებთან ერთად მიირთმევს. 
   ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლებად იღებენ სარისკო გადაწყვეტილებებს და  ამ ყველაფერს მეცნიერული ახსნა აქვს. ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელზეც დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღება, მამაკაცის ტვინისგან განსხვავებულია, ამიტომაც ქალი გადაწყვეტილების მიღებისას რისკის გაწევას ფიქრს და ანალიზს ამჯობინებს.
დადგენილია, რომ  ქალის გვერდით მამაკაცი წონაში იმატებს და ეს მაშინ, როცა ურთიერთობა ხანგრძლივია, ქალებს ხომ უყვართ ზრუნვა თავიანთ მეორე ნახევრებზე. ამიტომ პარტნიორებს სხვადასხვაგვარ გემრიელ კერძებს უმზადებენ. თუმცა არსებობს სხვა მიზეზიც. მკლევრები ამბობენ, რომ ქალს ქვეცნობიერად სურს, მისი საყვარელი მამაკაცი ნაკლებად მიმზიდველი იყოს სხვა ქალებისთვის და სწორედ,  ამიტომ ასუქებენ. 
ქალების უმეტესობისთვის კომფორტზე მნიშვნელოვანი მოდურად ჩაცმაა. ამას არ სჭირდება მეცნიერული ახსნა. ალბათ, გარშემო ხშირად გინახავთ ქალი, რომელიც კომფორტულად სიარულს ამჯობინებს, ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვას, იტანჯებოდეს, მაგრამ სამაგიეროდ, მოდურად გამოიყურებოდეს.
 ქალს გამძაფრებული აქვს  ყნოსვის შეგრძნება.
  საშუალოდ, ქალის ტვინი 9 პროცენტით უფრო პატარაა, ვიდრე მამაკაცის, მაგრამ ეს შემეცნებით უნარებზე გავლენას ვერ ახდენს, რადგანაც უჯრედები იმავე რაოდენობისაა, უბრალოდ, უფრო მჭიდროდაა განლაგებული. ასე რომ, მამაკაცებს ტყუილად  უხარიათ – მოცულობით დიდი ტვინი  ბევრს არაფერს ნიშნავს. 
უდავოა, რომ  ქალებს უკეთესად შეუძლიათ ადამიანების ამოცნობა – მათ მამაკაცებზე უკეთ შეუძლიათ, გაიგონ, რა იმალება ადამიანების მიმიკის, ჟესტიკულაციის მიღმა. სწორედ, ამიტომ, სოციალური საქმიანობის თვალსაზრისით, ისინი უფრო დიდ წარმატებას აღწევენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი