ქალი და კაცი

იდეალური და ბედნიერი

№13

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 09.04, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თქვენ ჰარმონიული წყვილი ხართ და ფიქრობთ, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვთ, ხანდახან კი მაინც ყოყმანობთ და ეჭვი გიპყრობთ? წაიკითხეთ ეს ჩამონათვალი და მათგან თუ ორ პუნქტს მაინც აკმაყოფილებთ, დარწმუნებული იყავით, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ.

👉არ გეშინიათ დისკუსიების გამართვის

ანუ, როდესაც რაიმეში ვერ თანხმდებით, საუბარს არაფრით არ წყვეტთ. რადგან იცით, თქვენ საუკეთესო ადამიანები ხართ ერთმანეთისთვის სადისკუსიოდ, არ გეშინიათ აზრთა სხვადასხვაობისა და თქვენს გრძნობებზე საუბრის. დისკუსიას არ წყვეტთ მანამ, სანამ არ შეთანხმდებით.

👉 პატივს სცემთ ერთმანეთის სისუსტეებს

არავინაა იდეალური, ეს ორივემ იცით და ერთმანეთს სისუსტეებიანად იღებთ. ზოგიერთი ძირს ყრის წინდებს, ზოგს შუქი მუდამ ჩართული რჩება, მაგრამ, როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ, ასეთი რამეები პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი, უბრალოდ, ერთმანეთს ისეთებს იღებენ, როგორებიც არიან.

👉 ორივე თქვენგანისთვის სიჩუმე სასიამოვნო და კომფორტულია

ერთად ყოფნა ორივე თქვენგანისთვის კომფორტული უნდა იყოს მაშინაც კი, როცა ირგვლივ სიჩუმეა და არცერთი ხმას არ იღებთ. თუ ეს თქვენთვის მისაღებია და თქვენში სიმყუდროვისა და თბილი ოჯახის შეგრძნებას გიჩენთ, ესე იგი, ერთ მხარეს ხართ, თუ რომელიმესთვის ეს არაკომფორტულია, მაშინ თქვენ არ გესმით ერთმანეთის.

👉ერთი მიმართულებით მოძრაობთ

თქვენი ფასეულობები და ღირებულებები აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. როცა თქვენ ერთნაირი ჰობი გაქვთ და ერთნაირად უყურებთ სამყაროს, თქვენ აუცილებლად გენდომებათ ერთად ყოფნა, რადგან ერთნაირებმა ერთმანეთი იპოვეთ.

👉პარტნიორები არ ახშობენ ერთმანეთის ინტერესებს და უტოვებენ ერთმანეთს თავისუფალ სივრცეს.

ყველას სჭირდება თავისუფალი სივრცე, რათა არ დაკარგოს ინდივიდუალიზმი. თუ თქვენი პარტნიორი ამ სივრცეს გიტოვებთ, ის თქვენი სულის ადამიანია. ასეთ დროს ურთიერთობა ჰარმონიულია, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს თქვენ-თქვენი საქმე გაქვთ, ასევე, საერთო ინტერესებიც გაქვთ, რაც ყველაფერს აბალანსებს.

👉თქვენ შორის თითქმის არ არსებობს ეჭვიანობა

ბედნიერმა წყვილებმა იციან, როგორი მავნებელია ეჭვიანობა. თუ თქვენ ნამდვილად იპოვეთ თქვენი ადამიანი, თითქმის არ ეჭვიანობთ და დაცულად გრძნობთ თავს. თქვენ შორის იმხელა ნდობა არსებობს, რომ ეჭვიანობა სულ ბოლო ადგილზე დგება. თქვენ არ აძლევს ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს, რადგან ორივემ იცით, როგორი მტკივნეულია ეს.

👉ეგოიზმს არ აყენებთ წინ

თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი, მაშინ თქვენი ეგო ყოველთვის მეორე ადგილზეა. ერთმანეთს პატივს სცემთ. იცით, რომ ურთიერთობა თქვენს სიამაყეზე მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, როდესაც ნაჩხუბრები ან დაშორებულები ხართ, თქვენ გაქვთ განცდა, რომ კვლავ ერთად ხართ, რადგან თქვენი ენერგეტიკული ველები ერთმანეთისთვისაა შექმნილი, გრძნობთ, რომ თქვენ იპოვეთ თქვენი ადამიანი და ამიტომ, ცდილობთ, ურთიერთობა დადებითისკენ შემოაბრუნოთ.

 

ურთიერთობის მითები

 

ყველა ურთიერთობა სულაც არ იწყება წარმოუდგენელი გატაცებით. აქედან გამომდინარე, ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ვნებას და ნაპერწკალს, არამედ უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდას, რომელსაც ამ ადამიანის გვერდით გრძნობთ. ძლიერი ურთიერთობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, უგებთ და ენდობით თუ არა ერთმანეთს და თქვენ წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ თუ არა ერთად სიცილი.

გახსოვდეთ:

👉ბედნიერ პარტნიორებს საერთო ინტერესები აქვთ – ეს ფრაზა მხოლოდ მითია. თითოეულ ადამიანს განსხვავებული ცხოვრებისეული ინტერესები აქვს. ნუ იფიქრებთ, რომ თუ თქვენ ოპერა გიყვართ, ხოლო თქვენს პოტენციურ პარტნიორს – ფეხბურთი, სალაპარაკო არაფერი გექნებათ და ერთად უბედურები იქნებით. პირიქით, განსხვავებული პირადი ინტერესები უფრო აახლოებს ადამიანებს.

👉ბედნიერი წყვილები არასოდეს ჩხუბობენ – ესეც შეცდომაა – იმ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს ჩხუბობენ, ერთმანეთი არ აინტერესებთ. წყვილი, რომლის ურთიერთობაშიც არ არსებობს კონფლიქტები და გაუგებრობები, დაშორებისკენ მიდის. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხელჩართული ბრძოლა და შეურაცხყოფა კარგია, მაგრამ მცირე კამათი პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, კონფლიქტის დროს, ადამიანები უკეთესად იცნობენ ერთმანეთს.

👉ბედნიერი პარტნიორები გიჟდებიან ერთმანეთის ნათესავებსა და მეგობრებზე - რა თქმა უნდა, არა! ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ თქვენი პარტნიორი უპირობოდ შეიყვარებს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს. ასევე, თქვენც არ ხართ ვალდებული, გაგიჟებით გიყვარდეთ პარტნიორის ახლობლები. თქვენ მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული უნდა აირჩიოთ. ამის შემდეგ, თქვენ ერთად, როგორც წყვილმა, უნდა დაამყაროთ სხვებთან ურთიერთობა, რაც სულაც არ გულისხმობს დიდ სიყვარულსა და ემოციურ კავშირს.

👉ბედნიერი წყვილები ყოველთვის ერთად არიან - ესეც მითია – თუ ფიქრობთ, რომ ბედნიერი პარტნიორები ერთი ნაბიჯითაც არ შორდებიან ერთმანეთს, ეს ილუზიაა. ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანს სურს გარკვეული დროის მარტო გატარება. ჰარმონიულ კავშირებში პარტნიორებს ესმით ეს და მშვიდად აძლევენ ერთმანეთს პირად სივრცეს. არასოდეს დაადანაშაულოთ საკუთარი თავი იმაში, რომ პარტნიორის გვერდით, ყოველთვის ბედნიერი არ ხართ. ერთობლივი მოვალეობებისგან გარკვეული დასვენება, უბრალოდ, აუცილებელია. ეს ხელს უწყობს გრძნობების გაძლიერებასა და შენარჩუნებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი