ქალი და კაცი

ეფექტიანი ფლირტი

№21

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.06, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იცოდით, რომ ფლირტის 40 ტექნიკა არსებობს? მაგრამ რომელია, მათ შორის ყველაზე ეფექტური ხანმოკლე ურთიერთობების წამოსაწყებად.

დადგენილია, რომ ქალებისთვის, რომლებსაც ხანმოკლე ურთიერთობა სურთ, ყველაზე „მოგებიანი“ სექსუალური იმპულსების გამოყენებაა, რათა პარტნიორი მიახვედრონ, რომ მისთვის ხელმისაწვდომები არიან. ამისთვის კი მეგობრული ჩახუტება და ლოყაზე კოცნა სრულიად საკმარისია.

რაც შეეხება კაცებს, მათ შემთხვევაში, ფიზიკურ კონტაქტთან ერთად, ღიმილი, საუბრისას ინტერესის გამოჩენა, კომპლიმენტების თქმა და პოტენციური პარტნიორის გაცინება ყველაზე მეტად ამართლებს. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი — კეთილშობილებისა და ურთიერთობისთვის მზაობის გამოვლენა.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც, გარკვეულწილად, უნივერსალურია – ეს არის იუმორი.

აღმოჩნდა, რომ ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც კარგი იუმორი მიზნის მიღწევისა და ინტერესის აღძვრის საუკეთესო საშუალებაა. სხვისი გაცინების უნარი, ისევე, როგორც მოსაუბრის ხუმრობებზე თავად გაცინება, ადამიანს მიმზიდველს ხდის.

იმათ, ვისაც იუმორის პრობლემა აქვთ, ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ დასაწყისში ფლირტისთვის თვალებით კონტაქტი და ღიმილი გამოიყენონ.

ქალები და მამაკაცები

უბრალოდ წაიკითხეთ – ძალიან საინტერესოა და აუცილებლად გამოგადგებათ.

✔️მამაკაცის ბუნებაში მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულია. ქალის პრეროგატივა კი — საკუთარ თავზე მეტად სხვა ადამიანის შეყვარება, ალბათ, იმიტომ, რომ ქალი სხვა ადამიანს აძლევს სიცოცხლეს. სწორედ ეს არის სქესთა შორის განსხვავებისა და წინააღმდეგობის მიზეზი;

✔️ ხან ისეც ხდება, რომ ქალს შიში იპყრობს. მაშინ მამაკაცი ისე უნდა მოიქცეს, როგორც მშობლები ექცევიან ბავშვს, მსგავს სიტუაციაში – მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს;

✔️ ქალისთვის მამაკაცის ქმედებისთვის მზაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საქციელი;

✔️ჭკვიან მამაკაცს სასაცილო სიტუაციაში მოხვედრის არ უნდა ეშინოდეს. საკუთარ თავზე სიცილის უნარი ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე მეტყველებს. ქალებს კი სწორედ ასეთი მამაკაცები მოსწონთ;

✔️ ჩვენთან სუსტი სქესის წარმომადგენლები სადღაც შუაში არიან: ერთის მხრივ – დამოუკიდებლები. თუმცა, არც ფრთის ქვეშ ყოფნაზე ამბობენ უარს;

✔️ კაცს უნდა ესმოდეს, რომ ქალის ცრემლი ხრიკი კი არა — კატაკლიზმაა, მსოფლიო დონის კატასტროფა, რომლის დროს, ყველა ვულკანი იღვიძებს, მდინარეები ნაპირებიდან გადმოდიან... და რამენაირად, ამ ყველაფრის შეჩერებაა საჭირო;

✔️ არ შეიძლება ქალის გაკიცხვა ალოგიკური მოქმედებების გამო. არც მათი გაგებაა საჭირო. სავსებით საკმარისი იქნება, თუ უბრალოდ, აღფრთოვანებას გამოხატავთ;

✔️ ილუზია უდიდესი რამ არის, მარტო კინოში კი არა, ცხოვრებაშიც. ხოლო სიყვარული ამ ილუზიური სამყაროს შექმნისთვის გაწეული შრომაა.

სიყვარულის გაგება სხვადასხვანაირად

როგორც გაირკვა, სხვადასხვა ერის ადამიანებს ერთმანეთი სხვადასხვანაირად უყვარდებათ. შეყვარებულებიც ერთმანეთისადმი სხვადასხვანაირ ყურადღებას იჩენენ და ურთიერთობებში აბსოლუტურად სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტებს აფასებენ. ერთადერთი, რაც ამ ხალხებს სიყვარულში აერთიანებს, ერთად ყოფნის სურვილია.

რომანტიკული სიყვარული ყველა ქვეყანაში თავისებურია:

✔️ ამერიკელებისთვის სიყვარული ესაა „სითბოსა და სასიამოვნო ნისლის შეგრძნება“;

✔️ ლიეტუველები „ჭაობიან ადგილებში თბილ წვიმაში სეირნობაზე“ ოცნებობენ;

✔️უკრაინელები „ცარიელ ქუჩებში სეირნობას“, „მოულოდნელ კოცნას“ ანიჭებენ უპირატესობას.

ლიტველებისთვის სულ ერთი თვეა საკმარისი, რომ შეუყვარდეთ, ამერიკელებისთვის – ორი თვიდან ერთ წლამდე.

ამერიკელები ურთიერთობაში მეგობრობასა და მხარდაჭერას აფასებენ. აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრები კი, როდესაც წყვილს შორის ნაზი გრძნობებია, საერთოდ არ იყენებენ სიტყვებს. აღმოსავლეთ ევროპელებისთვის სიყვარული – „ხანმოკლე ზღაპარი“, „არარეალური“ და „დროებითი ილუზიაა“. ასევე, აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპელი შეყვარებულები, სხვებთან შედარებით, უფრო რომანტიკულები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი