ქალი და კაცი

დამშვიდობება მარტივი არ არის

№33

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 29.08, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თუ ურთიერთობა უიმედო მდგომარეობაშია და მინუსები პლუსებს აჭარბებს, დროა, დაშორდე და საკუთარ თავს ჰკითხო: ღირს კი ეს სინანულად? უნდა ინერვიულოთ იმ ადამიანის გამო, რომელმაც სათანადოდ ვერ დაგაფასათ?

დიახ, ეს არ არის ადვილი, მაგრამ თუ მშვიდად გააანალიზებთ, არც ქვეყნის აღსასრულია და პოზიტივიც ახლავს.

მაგალითად:

👉ახლა თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ დრო ბევრად უფრო სახალისოდ და საინტერესოდ – არა ჩხუბში, საშინელ ეჭვებში, წყენასა და ურთიერთობების გარკვევაში, არამედ თქვენს საყვარელ საქმიანობასა და მეგობრებთან შეხვედრებში;

👉შეგიძლიათ, მშვიდად იძინოთ მთლიან საწოლზე, წამოწვეთ დივანზე და უყუროთ თქვენთვის სასურველ ფილმს, „დაიკარგოთ“ ინტერნეტში;

👉შეგიძლიათ, წონაშიც დაიკლოთ, რადგან დაშორების შემდეგ ეს ბუნებრივი მოვლენაა. ერთ-ერთი მკითხველი იხსენებდა, რომ პარტნიორთან დაშორების შემდეგ ძალიან კარგ ფორმაში ჩადგა, რადგან ნერვიულობამ მის კვებაზე დადებითი გავლენა იქონია;

👉ისწავლეთ, როგორ შეიყვაროთ საკუთარი თავი ხელახლა. „მე დავასრულე ჩემი 6-წლიანი ურთიერთობა ორი კვირის წინ. ახლა ვგრძნობ, თუ როგორ მიბრუნდება თავდაჯერებულობა. შოკი უკვე წავიდა და მე საკუთარი თავის შეყვარება ისევ დავიწყე“, – ამბობს ერთ-ერთი მკითხველი.

👉საშინელი ურთიერთობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, ისევ იპოვოთ საკუთარი თავი. მართლაც, მშვენიერი მომენტია, როდესაც მოულოდნელად მიხვდებით, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნით და მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა ყოფილმა დაუსრულებლად გაკრიტიკათ, ხართ პიროვნება, რომელიც უყვართ და მიმზიდველად მიაჩნიათ;

👉აღარ მოგიწევთ მის ნათესავებთან ურთიერთობა, მაგრამ თუ მათ მიმართ მეგობრულად იყავით განწყობილი, შეგიძლიათ, გააგრძელოთ;

👉მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება და დაელოდეთ ახალ მამაკაცთან ურთიერთობის სასიამოვნო მომენტებს.

„დედიკოს ბიჭი“

როდესაც შენი ცხოვრების თანამგზავრ მამაკაცს ეძებ, ადამიანს, ვისაც შენი ფასი ეცოდინება, იზრუნებს შენზე, პატივს გცემს და ეყვარები, არაფერი ისე კარგად არ ხსნის მამაკაცის პიროვნებას, როგორც მისი ურთიერთობა დედასთან. ბანალური ფსიქოლოგიური ფაქტია – კაცი, რომელიც აფასებს დედას, აფასებს, ზოგადად, ქალს.

გოგონებს მოგვწონს „ცუდი ბიჭები“, რომლებიც ვნების ცეცხლს გაგვიჩაღებენ და ველურ თავგადასავლებში ჩაგვითრევენ, მაგრამ როცა საქმე სერიოზულ ურთიერთობებს ეხება, ქალები ასეთ კაცებთან ძალიან იშვიათად გრძნობენ თავს კარგად.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, სანამ საყვარელ მამაკაცთან ქორწინებაზე ფიქრს დავიწყებდეთ, კარგად დავაკვირდეთ, როგორი ურთიერთობა აქვს დედასთან. კაცებს, რომლებსაც დედასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, იციან, როგორ გახადონ ქალი ბედნიერი.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, „დედიკოს ბიჭში“ არ იგულისხმებიან ისეთები, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც ვერ სწყდებიან დედის კალთას, არ გააჩნიათ საკუთარი აზრი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ზრდასრული მამაკაცი, რომელსაც ძალიან უყვარს დედა, რომელიც პატივს სცემს მას და თავის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს, სანდოცაა და საუკეთესო არჩევანიც. ზოგადად, როგორი წარმოდგენაც აქვს მამაკაცს დედაზე, ისეთივე წარმოდგენა აქვს ქალებზეც.

კიდევ ფიქრობთ, თუ რატომ სჯობს დედიკოს ბიჭი მოძებნოთ? მეტი სიმტკიცისთვის – კაცს, რომელიც ბავშვობიდანვე მიჩვეულია ქალთან ახლო ურთიერთობას და მისთვის გულის გადაშლას, არ გაუჭირდება თქვენთან საკუთარ გრძნობებზე საუბარი. იმ მამაკაცური კაცებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთი მგრძნობიარე მხარის გამოვლენით კაცური თავმოყვარეობა შეელახებათ, კაცები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დედასთან, უკეთ ერკვევიან თავიანთ გრძნობებში და იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამას. მათ, ასევე, იციან, რომ ემოციები და გრძნობები ქალური ან კაცური კი არ არის, ადამიანურია. რომ მგრძნობიარობა სისუსტის კი არა ადამიანურობის ნიშანია. ის არ უყურებს ქალებს, როგორც სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ არსებებს. მისთვის ქალი, პირველ რიგში, ადამიანია, პიროვნება, რომელიც აინტერესებს, რომელსაც პატივს სცემს და აფასებს მისი პიროვნული ღირსებების გამო.

გახსოვდეთ, რაინდობა ხასიათის თვისებაა და არა მამაკაცის გარკვეული ჯიშის გადაშენებული სახეობა. კარგად აღზრდილმა მამაკაცმა ბავშვობიდან იცის, რომ ქალები წვრილმან რაინდულ საქციელსაც კი უყურადღებოდ არ ტოვებენ. მან იცის, რა უხარია ქალს და ამის გამო დედამისისთვის მადლობა გაქვთ სათქმელი.

თქვენი აზრი მისთვის ფასეული იქნება. „ცუდი ბიჭისგან” განსხვავებით, ვისთვისაც თქვენი აზრის გათვალისწინება „ქალის ჭკუაზე სიარული“ იქნება და „ტეხავს“, „დედიკოს ბიჭი“ ბავშვობიდანვე აფასებს „ქალის ჭკუას“, რომლის დამსახურებითაც არის ის ასეთი. იგი ხშირად ეკითხებოდა დედას აზრს და იცის, თუ რა კარგი რჩევების მოცემა შეუძლია ქალს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი