ქალი და კაცი

ჩვევა ურთიერთობას აფუჭებს

№37

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.09, 2021 წელი

ქალი და მამაკაცი
დაკოპირებულია

კარგი ურთიერთობების დამყარების უნარი არის თვისება, რომელიც უნდა ისწავლო. ფსიქოლოგები ამ უნარს სოციალურ ინტელექტს უწოდებენ. სხვათა შორის, უამრავი ადამიანი განიცდის მის ნაკლებობას.

მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანები კონფლიქტურ სიტუაციებში არ ერთვებიან. მათ ურჩევნიათ, არ იკამათონ სხვებთან, რადგან იციან, რომ ეს კონტრპროდუქტიულია. დისკუსია შეიძლება მოიგოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგის დარწმუნება შეძლოთ, მით უფრო, მისი სიმპათიის მოპოვება.

რა თქმა უნდა, უნდა განიხილოთ განსხვავებული იდეები სხვებთან, მათ შორის მათთან, ვისაც არ ეთანხმებით. მაგრამ, შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ასეთი სიტუაციები, განსაკუთრებით კი, თუ საქმე პოლიტიკასა და რელიგიას ეხება.

თუ ადამიანი ჭკვიანია, მას არ სჭირდება უცნაური სიტყვების გამოყენება და ყველა კითხვაზე პასუხის ცოდნა. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ, ყველაფრის მცოდნის ნიღბის უკან დაუცველი ადამიანი იმალება.

მოსმენის უნარი კეთილგანწყობის მოპოვებაში გვეხმარება. მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანები ნაკლებად ლაპარაკობენ, ნაკლებად ერთვებიან საუბარში და ნაკლებად ემსგავსებიან სხვა ადამიანებს.

შეეცადეთ, დაფიქრდეთ სანამ პირს გააღებთ. ასე უფრო დიდია ალბათობა, რომ ჭკვიანურს და ბრძნულს იტყვით.

ნუ გაავრცელებთ ჭორს. ჩვენ ხანდახან მაინც განვიხილავთ სხვების ამბებს. და ეს ნორმალურია. კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჭორებმა მნიშვნელოვანი ევოლუციური როლი შეასრულა – გააერთიანა ხალხი და დაეხმარა მათ სოციალური კავშირების დამყარებაში. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, რას და როგორ ლაპარაკობთ, რა სიტყვებით ან რა გზავნილით.

თქვენ არ გჭირდებათ საკუთარ წარმატებებზე ხაზგასმა და იმაზე საუბარი, თუ რამდენად ამაყობთ საკუთარი თავით. როდესაც ადამიანი თავდაჯერებულია, იცის, რა სურს და აფასებს საკუთარ თავს, არ სჭირდება რეკლამა. ასეთი ადამიანი ისედაც ადვილად პოულობს მეგობრებსა და თანამოაზრეებს.

გახდი ბედნიერი ყოველდღე

როგორ შეგვიძლია, გავხდეთ უფრო ბედნიერები.

ჩვენ ხშირად ვუსმენთ და ვუჯერებთ ადამიანებს, როდესაც ისინი გვირჩევენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა გავაკეთოთ. როდესაც კი შევწყვეტთ ფიქრს იმაზე, რას ამბობენ ან აკეთებენ სხვები, შევძლებთ, საკუთარ თავს მოვუსმინოთ. მივყვეთ საკუთარ სურვილებს და გავაკეთოთ ის, რაც ნამდვილად გვსურს.

პირველი ნაბიჯი ბედნიერებისკენ, სწორედ, ეს არის - საკუთარ თავს მივცეთ უფლება, ვაკეთოთ ის, რაც გვსურს.

მეორე ნაბიჯია გამოვყოთ დრო იმ საქმიანობისთვის, რაც გვაბედნიერებს. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ქმედება, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ყოველდღიურ რუტინაში.

ადვილია, საკუთარ თავს დავაკისროთ პასუხისმგებლობები, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა და ფიქრი კარგად ყოფნის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც გამუდმებით იცვლება იდეები და ღირებულებები. ძნელია იმის თქმა, გვინდა თუ არა ის, რაზედაც ვფიქრობთ, რომ გვინდა.

ჩვენ უნდა გავასუფთავოთ გონება. გავთავისუფლდეთ სტრესისა და შეზღუდული მსოფლმხედველობისგან, კონკრეტული ადამიანებისა და იდეებისგან. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ ამბებისგან, რასაც საკუთარ თავს ვუყვებით. სწორედ, ესაა მესამე ნაბიჯი.

წარსულის შეცდომებზე დარდი ხასიათის გაფუჭების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ისინი ანადგურებენ ჩვენს ენერგიას და ხელს გვიშლიან ბედნიერების განცდაში. წარსული შეცდომების დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა ვაპატიოთ საკუთარ თავს. ვაღიაროთ, რაც მოხდა და გავაანალიზოთ ჩვენი ბრალეულობა. მაგრამ მივცეთ საკუთარ თავს ცხოვრების გაგრძელების საშუალება.

ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ბედნიერები. მაგრამ ნუ დაველოდებით ბედნიერების თავისთავად მოსვლას. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და მოვიპოვოთ ბედნიერება.

რჩევები ქალებისთვის

თუ გაინტერესებთ, როგორ მიიღოთ მამაკაცისგან ის, რაც გსურთ ჩვენი რჩევაა – არ გაბრაზდეთ! მოერიდეთ ჩხუბს, წუწუნს, ყვირილსა და ცრემლებს.

არანაირი ჩხუბი, კამათი ან დაძალება, უბრალოდ, პატარა მოულოდნელი საჩუქარი და მამაკაცი თქვენს ხელშია. დაე, იფიქროს, რომ იდეა მისი იყო. ყველა კონფლიქტის გადალახვის საუკეთესო გზაა, კაცს აფიქრებინო, რომ ეს მისი იდეა იყო.

თუ გსურთ, თქვენმა მამაკაცმა რაღაც გააკეთოს, დაარწმუნეთ, რომ თქვენ მას ენდობით და მის მხარეზე ხართ, დასაყოლიებლად სრულიად საკმარისია.

სთხოვეთ ტკბილად, უბრალოდ, აუხსენით, როგორ შეუძლია კაცს უარი თქვას ამაზე?

სანამ რაიმეს სთხოვთ, გაანებივრეთ კომპლიმენტებით. აგრძნობინეთ როგორი კარგია. როცა დაინახავთ, რომ ბედნიერია მხოლოდ ამის შემდეგ ეუბნებით, რომ შაბათ-კვირას თქვენს მშობლებთან ერთად გაატარებთ! როგორ შეიძლება, გაბრაზდეს, როცა მთელი დღე უმეორებდით, თუ როგორი კარგია.

თხოვნის წინ, არაფერია გრძელ კოცნაზე ტკბილი. ეს არის ერთგვარი შესავალი – დიახ, მე მჭირდება შენგან რაღაც და მე ვიბრძოლებ ამისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი