ქალი და კაცი

ამბობენ...

№7

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 26.02, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ასაკი მხოლოდ ციფრია, რომელიც არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. მაგრამ, თუ ასე არ არის და ასაკობრივი სხვაობით შეიძლება პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენად მყარი იქნება მათი ურთიერთობა?!

არადა, დღემდე არავინ იცის, თუ როგორ იქმნება წარმატებული ურთიერთობა. კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ კვლევით უნივერსიტეტში ჩატარდა, იდეალური ასაკობრივი სხვაობის მათემატიკური ფორმულა არსებობს, რომელიც თქვენი ურთიერთობის სიმტკიცის შანსს გაზრდის.

კვლევაში 3 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ერთხელ მაინც იყვნენ ქორწინებაში და აღმოჩნდა საინტერესო კავშირი: რაც უფრო მეტია ასაკობრივი სხვაობა, დაშორების რისკი უფრო მაღალია. რა თქმა უნდა, ამის დადასტურება შეუძლებელია და გამონაკლისიც არსებობს, მაგრამ მიღებული შედეგი წყვილებს შორის არსებულ კონფლიქტს ხსნის.

მეცნიერებმა უფრო ზუსტი სტატისტიკა წარმოგვიდგინეს, რომელშიც ნათქვამია, რომ 5-წლიანი ასაკობრივი სხვაობის შემთხვევაში, განშორების რისკი მხოლოდ 18 პროცენტს შეადგენს. 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობის შემთხვევაში, განშორების რისკი 37 პროცენტამდე იზრდება. ხოლო წყვილისთვის, რომლის ასაკობრივი სხვაობა 20 ან მეტი წელია, მალე დაშორების რისკი მათთვის 90 პროცენტს შეადგენს.

კვლევამ არა მხოლოდ ასაკობრივი სხვაობა, არამედ ქორწინებამდე ბავშვის, საერთო ბავშვის, თაფლობის თვის პერიოდი, ქორწინების ხარჯები, განათლება და ბევრი სხვა პარამეტრი გაითვალისწინა. სიტყვაზე, განათლება ამ პარამეტრებს შორის სერიოზული სხვაობის შემთხვევაში, განშორების რისკი 43 პროცენტს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, რატომ ხდება ასე? ალბათ, ასეთ შემთხვევაში უპირველესად, ყველაზე ცხადი მიზეზი სხვადასხვა ცხოვრებისეული ღირებულება და მიზანია. მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობის დროს წყვილი სამყაროს სხვადასხვანაირად უყურებს და ხედვის, გართობისა და სიახლოვის სურვილის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

ბუნებრივია, გამონაკლისის არსებობის გამორიცხვა არ შეიძლება. დიახ, ციფრები ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მიღებული მონაცემები მხოლოდ განსაზღვრულ ტენდენციას წარმოადგენს, მაგრამ მსოფლიოში ყველა წყვილის სიტუაციას არ ასახავს.

სწორედ ამიტომ, თუ ურთიერთობაში ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანთან იმყოფებით, რომელიც კვლევის მიხედვით არასასურველია - არ ინერვიულოთ. ყველაზე მთავარია - გრძნობა, ურთიერთპატივისცემა და კომფორტი. თუ თქვენი ურთიერთობა ამ ფაქტორებს მოიცავს, ეცადეთ მათ გაუფრთხილდეთ.

ძალისხმევა წარმატებისთვის

ქალები სასურველ გარეგნობას დიდი ძალისხმევის ხარჯზე აღწევენ. თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე უცნაური ჩვევა, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია.

ბიუსტჰალტერის არასწორი ზომა: ქალების 70 პროცენტი, თურმე, არასწორად შერჩეული ზომის ბიუსტჰალტერს იცვამს, შემდეგ იწყება ტკივილი წელის, კისრისა და მკერდის არეში, რთულდება სუნთქვა და ირღვევა სისხლის მიმოქცევა. იმისთვის, რომ პატარა მკერდი დიდად წარმოაჩინოთ, ნუ ჩაიცმვამთ ერთი და ორი ზომით დიდ ბიუსტჰალტერს. ეს თქვენს ჯანმრთელობას შეარყევს.

თურმე, ლითონი ადამიანის სხეულთან უარყოფით რეაქციაში შედის, ემოციურ ადამიანებში იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანებას, აღგზნებადობას და დეპრესიას. მათ, ვინც ღამე სამკაულებით იძინებს ასაკში შეიძლება ფსიქიური აშლილობა დაემართოს.

ქალები, რომლებიც უპირატესობას მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ანიჭებენ, შეცდომას უშვებენ – ეს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, მაღალი ქუსლებით სისტემატური სიარული ართრიტსა და რადიკულიტს იწვევს. ყოველდღიური მოხმარებისთვის ქუსლის ყველაზე ოპტიმალური სიმაღლე 4 სანტიმეტრი ყოფილა. ქუსლიანი ფეხსაცმელით სიარული კვირაში მხოლოდ ორი დღეა რეკომენდებული.

ბევრი ქალისთვის ძილის წინ მაკიაჟის მოცილება რუტინაა, არადა, მაკიაჟთან ერთად თქვენ ღამით სახეზე იტოვებთ ჭუჭყს, რომელიც ახშობს ფორებს, რაც ანთებით პროცესებს იწვევს: ტუშით დაძინება – თვალის ანთებას, ხოლო ტონალური სითხით ძილი ნაოჭებს გაგიჩენთ.

ასე რომ, ხანდახან მოდუნდით და ეცადეთ, სამყაროს 12 სანტიმეტრით ქვემოდან უყუროთ, სანამ დროა გათავისუფლდით ასხმული სამკაულებისგან... და კიდევ, მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ, თუნდაც, იმიტომ რომ, როცა შენ გძინავს, ყველას სძინავს და შენს სანახავად არავინ გაიღვიძებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი