ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№6

ავტორი: ბაია თაბაგარი 18:00 19.02, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

ავსებული (გავსებული, დავსებული) და არა ავსილი (გავსილი, დავსილი);
დაეწყება (მეცადინეობა) და არა დაეწყობა (მეცადინეობა),
მაგრამ – დაეწყობა (ჯარი).
დემონური და არა დემონიური.
ევოლუციური და არა ევოლუციონერული
(საწყისი ფორმა – ევოლუცია).
ელდანაცემი, ელდადაცემული და არა ელდაცემული.
თრთოლა და არა თრთოლვა.

თხუნელას სორო და არა თხუნელის სორო.
ინჰალაცია და არა ინგალაცია.
ინდუსტრიული, ინდუსტრიულობა და არა ინდუსტრიალური, ინდუსტრიალურობა.
ისინი და არა ისენი.
გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები:
ანტრეკოტი და არა ანტრიკოტი.
ბანქო და არა კარტი (რუსულის კალკია).
ბევრი წელია და არა ბევრი წლებია.
ელასტიკური და არა ელასტიური.
თქვენი ნებართვით და არა თქვენის ნებართვით (ძველი ფორმაა).
კლავს და არა იკვლევინება.
კონკრეტიზება და არა კონკრეტიზირება.
მაღარო და არა შახტა, შახტი.
მაღაროელი და არა მეშახტე, შახტიორი.
მობილიზება და არა მობილიზირება.
ნავსაყუდელი და არა ნავთსაყუდელი.
სამორინე და არა კაზინო.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი