ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№5

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 12.02, 2021 წელი

შეცდომები
დაკოპირებულია

არაქისი და არა არახისი (რუსულის კალკია).
გაქრა და არა გაჰქრა.
გასცდა (გემი ნაპირს) და არა გაცდა (გემი ნაპირს), 
მაგრამ – გაცდა (გაკვეთილი) და არა გასცდა (გაკვეთილი).
ვიწუნებდით და არა ვწუნობდით.

ზევით, ზევითკენ და არა ზეით, ზეითკენ.
კოკარდა, კოკარდიანი (ქუდი) და არა კაკარდა, კაკარდიანი (ქუდი).
კაქტუსი და არა კაკტუსი.
მრუდე და არა ბრუნდე.
მუგუზალი და არა ნუგუზალი, ნიგუზალი (კუთხური ფორმაა).
რევანშისტული და არა რევანშული.
სჯობია (ის მას), მაგრამ – ჯობია (ასე).
გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები:
აუტოდაფე (საჯარო დაწვა) და არა ავტოდაფე.
ახალი წელი და ახალი წლები.
ბედი ეწია და არა ბედი ეწვია.
გადაღვრა და არა გადაქცევა.
ექო და არა ეხო (რუსულის კალკია).
კრაველი და არა კარაკული (რუსულის კალკია).
მიჰქრის (მერანი) და არა მიქრის (მერანი)
(მაგრამ – ქრის ქარი და არა ჰქრის ქარი);
მიქრის (მე თავში ფიქრები) და არა მიჰქრის (მე თავში ფიქრები).
რეკომენდებული და არა რეკომენდირებული.
სტროფი და არა კუპლეტი.
ფსიქიკური და არა ფსიქიური.
წარდგა და არა წარსდგა,
მაგრამ – წარსდგენია, წარსდგენოდა, წარსდგომია.
ჰიდროკორტიზონი და არა გიდროკორტიზონი (რუსულის კალკია).
ჰპირდება და არა პირდება.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი