ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№21

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 02.06, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

დაჭმუჭნილი და არა დაჭმუჭნული.

ექსჰუმაცია და არა ექსგუმაცია.

ვაკანტური (ადგილი) და არა ვაკანსიური (ადგილი), მაგრამ საწყისი ფორმაა - ვაკანსია.

ვარგანან (ისინი) და არა ვარგიან (ისინი).

ვაჰაბიტი და არა ვახაბიტი.

ის მიხვდა და არა მან მიხვდა.

კრისტალიზდება და არა კრისტალიზირდება.

მებრძვი (შენ მე) და არა მებრძოლები (შენ მე).

რეგრესული და არა რეგრესიული.

სამამულო ომი, მაგრამ სამამულე რქა.

სამადლობელი და არა სამადლობელო.

სამონაზვნო და არა სამონაზონო.

სკოლიოზი და არა სქოლიოზი.

ტაიტიზე (კუნძული), ტაიტიმ და არა ტაიტზე, ტაიტმა.

ტოქშოუ და არა თოქშოუ.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ბოლის სუნი იფანტება და არა ბოლის სუნი დაფანტვადია.

განსაკუთრებით, განსაკუთრებულად და არა განსაკუთრებითად.

ვესტმინსტერის სააბატო და არა ვესმისტერის სააბატო.

„კენგურუს“ (იგულისხმება ბავშვის სატარებელი ჩანთა) პოზიცია და არა „კენგურის“ პოზიცია.

მაყურებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და არა მაყურებელს მხარდაჭერა მოუწოდა.

„მეგატექნიკის“ სახელით და არა „მეგატექნიკას“ სახელით.

ორი თვეა, მიმდინარეობს (დაიწყო) და არა ორი თვის განმავლობაშია დაწყებული.

საუკეთესო (ან - ყველაზე კარგი) შედეგი დადო და არა ყველაზე საუკეთესო შედეგი დადო.

სუნთქვა შემეკრა და არა სუნთქვა შემეკვრა, მაგრამ საწყისი ფორმაა - შეკვრა.

ფენოვანი ცომიც აქვე მოვამზადე და არა ფენოვანი ცომიც აქვე დავაფენოვნე.

ყვირით და არა ყვირიხართ.

ცვლიდან დაბრუნებულს და არა სმენიდან დაბრუნებულს.

ციტირებას ვახდენ და არა ვციტირებ.

ხელმეწიფება და არა მეხელწიფება.

ხელში ჩამაკვდა და არა ხელებში ჩამაკვდა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი