ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№18

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 12.05, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბიზნესმენი და არა ბიზმესმენი.

ბალი (ხილი): ნათესაობით ბრუნვაში – ბლის, მოქმედებით ბრუნვაში – ბლით და არა ალის (ნათესაობითი ბრუნვა), ბალით (მოქმედებითი ბრუნვა); მაგრამ - ბალი (მეჯლისი ან მიწისძვრის, ქარის, ზღვის ღელვის სიძლიერის მაჩვენებელი): ბალის (ნათესაობითი ბრუნვა), ბალით (მოქმედებითი ბრუნვა) და არა ბლის (ნათესაობითი ბრუნვა), ბლით (მოქმედებითი ბრუნვა).

გავაქარწყლოთ და არა გავქარწყლოთ.

კონსტიტუციური და კონსტიტუციონალური პარალელური ფორმებია.

ლიტანიობა და არა ლიტონიობა.

ლაიტმოტივი და არა ლეიტმოტივი.

ლორდ! (მიმართვის ფორმა), თუ ამ სიტყვას არ მოჰყვება სახელი ან გვარი და არა ლორდო!

მაგრამ – ლორდო ბეკინგემ! და არა ლორდ ბეკინგემ!

მუნდშტუკი და არა მუნშტუკი.

მუშთაიდის ბაღი და არა მუშტაიდის ბაღი.

მსჯავრდებული და არა მსჯავრდადებული.

მტლედ დაედება (თავს შემოევლება, მსხვერპლად შეეწირება) და მტლად დაედება პარალელური ფორმებია.

მნიშვნელობა და არა მნიშვნელოვნება.

მოჯაჰიდი და არა მოჯახედი, მოჯაჰედი, მუჯახიდი.

ხელდასხმა და არა ხელდასმა.

ყველაზე ხშირი და უხეში შეცდომები, რომლებსაც უშვებენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები (ზოგიერთი მათგანი იბეჭდება განმეორებით)

გარდა ამისა, ამასთან ერთად და არა პლიუს ამას.

ვათვალიერებ და არა ვათვარიელებ.

მე ვამბობ, შენ ამბობ, ის ამბობს (როცა იგულისხმება თქმა და არა დაძახება და არა მე ვიძახი, შენ იძახი, ის იძახის; მაგრამ – მე ვიძახი, შენ იძახი, ის იძახის – თუ იგულისხმება დაძახება და არა თქმა.

„მამული, ენა, სარწმუნოება“ (ილია) და არა ენა, მამული, სარწმუნოება.

მოდილიანიმ და არა მოდელიანმა, მოდილიანმა.

ნიურნბერგი და არა ნიუნბერგი.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის და არა ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის.

ნეკი და არა ნეკა.

სუნამო და არა დუხი.

სტუმრები მოდიოდნენ და არა სტუმრები მოდიოდა.

ფიგურული სრიალი და არა ციგურული სრიალი.

ფიზიკურ-ქიმიური და არა ფიზიკო-ქიმიური.

ქალს უნდა ასიამოვნო და არა უნდა ასიამოვნო ქალი.

ცოტათი (ცოტა) მიჭერს ფეხსაცმელი და არა ფეხსაცმელი მიჭერს ცოტას.

შეცვივდნენ და არა შევარდნენ.

ჯერ ერთი და არა ჯერ ეს ერთი, ჯერ ეს ერთიც, ჯერეც ეს ერთი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი