ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№16

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 28.04, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აკრედიტებული და არა აკრედიტირებული.

გაგისროლია და არა გაგისვრია.

გამოუსადეგარი და არა გამოუდეგარი.

გემოვნებით ჩაცმა და არა გემოვნებიანად ჩაცმა.

დაპატიმრებულია და არა პატიმრობაშია.

იბრძოდა და არა ბრძოლობდა.

დენტიფიკატორი და არა იდენთიფიკატორი.

კატაპულტა და არა კატაპულტი.

მწვირე, მწვირიანი და არა წვირე, წვირიანი.

ნოტარიალური და არა ნოტარიული (მაგრამ – სანოტარო კანტორა).

ნიკარაგუის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ნიკარაგუას (ნათესაობითი ბრუნვა).

სწყინს და არა წყინს.

უნივერმაღი და არა უნივერმაგი.

შუქმფენი და შუქმფინარი პარალელური ფორმებია.

ჩასდგომია, ჩასდგომოდა და არა ჩადგომია, ჩადგომოდა.

ჩასახლდა და არა ჩაესახლა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ადამიანთან, რომელთანაც მეგობრობ და არა ადამიანს, რომელსაც მეგობრობ.

აუარა გვერდი და არა მოუარა გვერდი.

აქამდეც აღვნიშნე და არა აქამდედაც ავღნიშნე.

ბევრი კერძი და არა ბევრი კერძები.

ერთსა და იმავე თემას განიხილავთ და არა ერთი და იგივე თემას განიხილავთ.

თავისით (თვითონვე) მტკიცდება და არა მისით მტკიცდება.

იმავე დროს იმავე არხზე შევხვდებით და არა იგივე დროს იგივე არხზე შევხვდებით.

კონცერტში მივიღებ მონაწილეობას და არა კონცერტზე მივიღებ მონაწილეობას.

მხოლოდ ტანკები არ არის ომი და არა მარტო ომი არ არის ტანკები.

მასწავლებლების მოსმენა და არა მასწავლებლებისთვის მოსმენა.

მანიპულირებენ ადამიანებით და არა მანიპულირებენ ადამიანებზე.

რათა რეპუტაცია გაიმყაროს და არა რადგან რეპუტაცია გაიმყაროს.

რა მშვენივრები არიან და არა რა მშვენიერები არიან.

სახელს ნუ მიტეხ და არა სახელს ნუ მიტეხავ.

საკუთარ თავს დროზე უნდა მოვერიოთ და არა ჩვენს თავებს დროზე უნდა მოვერიოთ.

ფონდ „განვითარება და გარემოს“ პრეზიდენტი და არა ფონდი „განვითარება და გარემო“ პრეზიდენტი.

ფრთიანი ფრაზები და არა მფრინავი ფრაზები.

შეგიწყვეტია და არა შეგიწყვეტავს.

წინა ხელისუფლების დროს და არა წინა ხელისუფლებისას.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი