ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№15

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 21.04, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

გატრუნული, გატვრენილი და არა გატვრინული.

გამძღარი და არა გამაძღარი.

გატანება და არა გატნევა.

ეწვება და ეწვის პარალელური ფორმებია.

ვსხედვართ და არა ვზივართ.

ვინეგრეტი და არა ვინიგრეტი.

კატლეტი და არა კოტლეტი.

მმართველი და არა მართველი.

მაქინაცია და არა მახინაცია.

მდორე და მდოვრე პარალელური ფორმებია.

ოფშორული ზონა და არა ოფშერული ზონა.

პოდაგრა (იგივე ნიკრისის ქარი) და არა პადაგრა.

პოლიომიელიტი და არა პოლიომელიტი, პოლიომილიტი.

შესაწვავი და არა შესაწველი.

შემოქმედი და არა შემომქმედი.

შინდი და შვინდი პარალელური ფორმებია.

ჩუტყვავილას (მიცემით და ნათესაობით ბრუნვებში) და არა ჩუტყვავილის (ნათესაობით ბრუნვაში).

ჩააწებს და არა ჩააწობს.

წველის და არა წველავს.

წვანან და არა წევან.

ჭლექდება და არა ჭლექიანდება.

ხევისბერი: ხევისბრისა (ნათესაობითი ბრუნვა); მაგრამ – ხევისბერობა, ხევისბერობს და არა ხევისბრობა, ხევისბრობს.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არავისთვის (არ) მიგინებია და არა არავინ არ მიგინებია.

ავყოლივარ და არა ავყოლილვარ.

ამ ორმა ადამიანმა და არა ამ ორ ადამიანმა.

აქ ყრიან და არა აქა გდიან.

ბულიონი და არა ბულიონის წვენი.

დავისვი და ვუთხარი და არა დავიჯინე და ვუთხარი.

ერთი-ორი შემთხვევაა და არა ერთი-ორი შემთხვევებია.

ექსურსიაზე ვიყავი და არა ექსკურსიაში ვიყავი.

ვერცერთი ჩვენგანი ვერ გადაიტანს და არა ვერცერთი ჩვენთაგანი გადაიტანს.

კოდირებული იყო (იგულისხმევა კოდის ჩადგმა) და არა დაკოდილი იყო.

კარგ ხასიათზე ვდგები და არა კარგ ხასიათზე მოვდივარ.

მომყავს ციტატა (ან – ვახდენ ციტირებას) და არა ვციტირდები.

მედიკამენტები უნდა მოიხსნას და არა მედიკამენტები უნდა მოიხსნეს.

პოლიტიკურ ჰობის და არა პოლიტიკურ ჰობს.

უკან მოვიხედავ და არა უკან მოვიხედები.

ქალებს ხოცავენ და არა ქალებს კლავენ.

ქალი რომ პიანინოზე უკრავს და არა ქალი რომ პიანინოს უკრავს.

ძალით ასწავლიან და არა ძალათი ასწავლიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი