ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№10

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 17.03, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ატელიეს (ნათესაობითი ბრუნვა), ატელიეთი (მოქმედებითი ბრუნვა), ატელიედ (ვითარებითი ბრუნვა) და არა ატელიის (ნათესაობითი ბრუნვა), ატელიით (მოქმედებითი ბრუნვა), ატელიად (ვითარებითი ბრუნვა).

კარტოფილი, დააბეჭდვინა და არა აბეჭდინებს, დააბეჭდინებს, აბეჭდიებს, დააბეჭდიებს.

ბადმინტონი და არა ბაგბინტონი, ბაგმინტონი, ბაგდმინტონი.

ეფ-ბი-აი და არა ფე-ბე-ერი.

თართი (თევზის სახეობა) და არა ასეტრინა (რუსულის კალკია).

თავად და თვითონ პარალელური ფორმებია.

კარტოთეკა და არა კარტოტეკა, კართოტეკა, კართოთეკა.

კვოტა და არა ქვოტა.

მოხელე (ან – საჯარო მოხელე) და არა ჩინოვნიკი.

მოჰქონდა, მოჰყავდა და არა მოქონდა, მოყავდა.

ქალაქისთავი და მერი პარალელური ფორმებია.

ღაზავათი (იგივე ჯიჰადი) და არა ჰაზავათი, ჯიხადი.

შესაბრალისი და არა შესაბრალი.

შესწია (უჯრა), შესწევს (ძალა) და არა შეწია (უჯრა), შეწევს (ძალა).

შვიდკაცას (ნათესაობითი ბრუნვა), შვიდკაცათი (მოქმედებითი ბრუნვა) და არა შვიდკაცის (ნათესაობითი ბრუნვა), შვიდკაცით (მოქმედებითი ბრუნვა).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აბაზები (აფხაზთა მონათესავე ხალხი) და არა აბაზიანები.

იმავე ეზოში იქნება და არა იგივე ეზოში იქნება.

მეტრდოტელი და არა მეტროდოტელი.

მხარს მიმშვენებენ ჩემი კოლეგები და არა მხარს მიმშვენებს ჩემი კოლეგები.

ოჯახის არცერთი წევრი არ საუბრობს და არა ოჯახის არცერთი წევრი საუბრობს.

პატარებმა ერთმანეთთან ილაპარაკონ და არა პატარებმა ერთმანეთთან ილაპარაკოს.

სად მოხვედი? და არა სად მოდი?

ღალიძგის ხეობა და არა ღალიძგას ხეობა.

შევცვალოთ მათი ცხოვრება და არა შევცვალოთ მათი სიცოცხლე.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი