ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№7

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 24.02, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამნისტია და არა ამინისტია.

ამოაწებს და არა ამოაწობს, მაგრამ – ამოაწო (მან), ამოაწე (შენ).

ამსუყება, ამსუყებული და არა ასუყება, ასუყებული.

აღსაზრდელი და არა ასაღზრდელი.

ბოლი და კვამლი პარალელური ფორმებია.

დაუჯღაბნია და არა დაუბღაჯნია.

დედინაცვლის და არა დედინაცვალის.

ესკალატორი და არა ექსკალატორი.

ევროპელი და არა ევროპიელი.

თავისი მამისგან და არა თავისი მამასგან.

ნელ-ნელა, ნელა-ნელა და ნელინელ პარალელური ფორმებია.

ნირუცვლელი და ნირშეუცვლელი პარალელური ფორმებია.

რამდენჯერმე და რამდენიმეჯერ პარალელური ფორმებია.

საქართველოს სხვადასხვა ტელეარხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ასეთ პურს ვერავინ აცხობს და არა ასეთ პურს ვერავინ აკეთებს.

განაახლოს და არა გაანახლოს.

დიდი დაინტერესება და არა მაღალი დაინტერესება.

დენი რომ ჩაქრებოდა და არა დენი რომ ჩაქვრებოდა.

ევროპის სხვა ქვეყნებში და არა სხვა ევროპის ქვეყნებში.

ვაცხელებ ზეთს და არა ვახურებ ზეთს.

ის ადამიანები პროექტის ნაწილი გახდნენ და არა ის ადამიანები პროექტის ნაწილნი გახდნენ.

მიხარია, რომ შენ მოხვედი და არა მიხარიხარ, რომ შენ მოხვედი.

მომილოცავს ფინალში გასვლა და არა მომილოცნია ფინალში გასვლა.

ნიუ-იორკის გარეუბანში ვართ და არა ნიუ-იორკის შემოგარენში ვართ.

რეპროდუქციული და არა რეპროდუქტიული.

რომ გამეზიარებინა და არა რომ გამეზიარა.

საკუთარ თავში ვეძებოთ და არა საკუთარ თავებში ვეძებოთ.

ტერასის ტიპის რესტორანი და არა ტერასას ტიპის რესტორანი.

უცხო ხალხმა შემიყვარა და არა უცხო ხალხმა შემიყვარეს.

ყველაზე მეტს შრომობენ და არა ყველაზე დიდ შრომას აკეთებენ.

შუბი ხალთაში არ დაიმალება და არა შუბი ხალათში არ დაიმალება.

ჩამოვრჩებით ევროპას და არა უკან ჩამოვრჩებით ევროპას.

წერს პრინცი ჰარი, პრინცი ჩარლი ამტკიცებს და არა წერს პრინც ჰარი, პრინც ჩარლი ამტკიცებს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი