ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№6

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 17.02, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამალგამის (ნათესაობითი ბრუნვა; საწყისი ფორმა – ამალგამა) და არა ამალგამას (ნათესაობითი ბრუნვა).

ამალგამაცია და ამალგამირება პარალელური ფორმებია.

ამოისუნთქავს და არა ამოისუნთქებს.

ბროკოლიმ (მოთხრობითი ბრუნვა), ბროკოლის (მიცემითი ბრუნვა), ბროკოლის (ნათესაობითი ბრუნვა), ბროკოლიდ (ვითარებითი ბრუნვა) და არა ბროკოლმა (მოთხრობითი ბრუნვა), ბროკოლს (მიცემითი ბრუნვა), ბროკოლად (ვითარებითი ბრუნვა).

დასაცავი და დასაცველი პარალელური ფორმებია.

დასაცინი და დასაცინარი პარალელური ფორმებია (და არა დასაცინავი და საცინველი).

დასაფიცი და დასაფიცარი პარალელური ფორმებია.

რეპრესიული (საწყისი ფორმა – რეპრესია) და არა რეპრესული.

რეპრიზი და არა რეპრიზა.

საქაღალდე (ან – ჩანთა სახელურის გარეშე) და არა პაპკა.

ჩარლსტონი და არა ჩალსტონი, ჩარსტონი.

ჩიჩახვი და არა ჩიჩაყვი, ჩინჩახვი, ჩინჩაყვი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აქვეითებს სმენას (ან – უარყოფითად მოქმედებს სმენაზე) და არა მოქმედებს სმენის დაქვეითებაზე.

ადარებს და არა ადრის.

ვერცერთი დღე ვერ წარმოედგინა და არა ვერცერთი დღე წარმოედგინა.

ზაარბრიუკენის მოედანი და არა საარბრიუკენის მოედანი.

თავისი რეალური სახე გამოაჩინა და არა საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა.

მეტს აღარ ვიზამ და არა მეტი აღარ ვიზამ.

მიყვარს პანკისელები და არა მიყვარან პანკისელები.

მოქალაქეების დასახოცად და არა მოქალაქეების მოსაკლავად.

პირადად შეესწრო და არა საკუთარი თვალებით შეესწრო.

საკუთარი თვალით დაინახეს და არა საკუთარი თვალებით დაინახეს.

უწყვეტად მიედინება ნაკადი და არა უწყვეტად მიმდინარეობს ნაკადი.

შედეგების გამოცხადება და არა რეზულტატების გამოცხადება.

შუქები ჩააქრეთ და არა შუქები ჩააქერით.

ჯარები ტოვებენ ტერიტორიას და არა ჯარები ტოვებს ტერიტორიას.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი