ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№5

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 10.02, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

არდადეგები და არა არდადაგები.

გვინახავს და არა გვინახია.

ეროვნული და ნაციონალური პარალელური ფორმებია.

ზანზარებს და არა ზანზარობს.

მაფიოზიმ (ფუძეა მაფიოზი) და არა მაფიოზმა.

მოირთო და არა მოირთა.

რეაქციული და არა რეაქციონული.

საკიდრისა (ნათესაობითი ბრუნვა) და არა საკიდარისა (ნათესაობითი ბრუნვა).

ტყუი და არა ტყუიხარ, სტყუი.

შემოამრგვალებს და არა შემოარგვალებს.

შემმართველი და არა შემმართავი.

შემმართებლობა და არა შემმართველობა.

შემკული და შემკობილი პარალელური ფორმებია.

ჩურჩხელისთვის და არა ჩურჩხელასთვის.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არავის აღარ უნდა დაემართოს და არა აღარავის უნდა დაემართოს.

გადავიღებთ სელფის და არა გადავიღებთ სელფს.

გადავწყვიტე, შენთვის მეჩუქებინა (ან — შენთვის ჩუქება გადავწყვიტე) და არა გადავწყვიტე, შენთვის მეჩუქა.

გთხოვთ, ამიწეროთ და არა გთხოვთ, ამიღწეროთ.

დაუბრუნდეს თანხა (ან – ფული) და არა დაუბრუნდეს ფულადი თანხა.

მას ზურგს უკან არ ულაპარაკია და არა მას არ დაულაპარაკებია ზურგსუკან.

ზღურბლს გადავაბიჯე და არა ზღურბლს გადავდგი ფეხი.

თანაუგრძნობენ უკრაინას და არა უთანაგრძნობენ უკრაინას.

X-ის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე და არა X-ის არაადამიანურ მოპყრობაზე.

რომ გამეკეთებინა და არა რომ გამეკეთა.

სავსებით (ან – სრულიად) დარწმუნებული ვარ და არა სრულებით დარწმუნებული ვარ.

ღამის ტრადიციულ მიმართვაში და არა ტრადიციული ღამის მიმართვაში.

ჩაის სერვიზი და არა ჩაის სერვისი.

ძვირფასი ლითონებით შემკობილი (შემკული) და არა ძვირფასი მეტალებით შემკობილი (შემკული).

ხდება პროვოკაციები და არა ადგილი აქვს პროვოკაციებს.

ხელის დაბანა და არა ხელის დაბანვა.

ხის მოგლეჯის შედეგად და არა ხის მოგლეჯვის შედეგად.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი