ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№4

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 03.02, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აკურატული და ფაქიზი პარალელური ფორმებია.

გეთაყვა და არა გეთაყვათ.

დანაშაულები და არა დანაშაულობები.

ვცეკვავ და არა ვცეკვავარ.

მომასწავებელი და არა მომასწავლებელი.

მისცხო და არა მიცხო.

მოდილიანი და არა მოდელიანი.

მოვუყევი და ვუამბე პარალელური ფორმებია.

პატივსაცემად და არა საპატივცემულოდ.

რას ვიზამთ და არა რას ვიზავთ.

სტილიზებული და არა სტილიზირებული.

ჩანს და არა სჩანს.

წლევანდელი და არა წრევანდელი.

საქართველოს სხვადასხვა ტელეარხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ ვაწყენინოთ ბავშვს და არა არ ვაწყენინოთ ბავშვი.

ამ ბავშვს რომ არ მოვტრიალებოდი და არა ამ ბავშვს რომ არ მოვტრიალებულიყავი.

ახალგაზრდები დაქორწინდნენ და არა ახალგაზრდები ერთმანეთზე დაქორწინდნენ.

არიან მაგარი შემსრულებლები და არა არის მაგარი შემსრულებლები.

გენიალური კომპოზიტორები გვყავდა და არა გენიალური კომპოზიტორები გვყავდნენ.

განათლების მისაღებად და არა სწავლის მისაღებად.

ვისთან ერთადაც და არა ვისთანაც ერთადაც.

კარტოფილის სალათა და არა კართოფილის სალათი.

მადლობა უნდა გადაგიხადოთ და არა მადლობა უნდა მოგიხადოთ.

მუშაობა არ შეგვიწყვეტია და არა მუშაობა არ შეგვიწყვიტავს (საწყისი ფორმა - შეწყვეტა).

ორი პიროვნება მიზის გვერდით და არა ორი პიროვნება მიზის გვერდზე.

სასჯელი მოიხადა და არა მსჯავრი მოიხადა.

სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი და არა სიხარულით მეცხრე პლანეტაზე ვიყავი.

ღვინის ხავერდოვანი გემო და არა ღვინის ბარხატოვანი გემო.

შენი რიგი (ან - შენი ჯერი) რომ მოდის და არა შენი რიგის ჯერი რომ მოდის.

შეყვარებული ვიყავი ბრაზილიურ სიმღერაზე და არა შეყვარებული ვიყავი ბრაზილიურ სიმღერაში.

შვეიცარიული კოსმეტიკა და არა შვეიცარული კოსმეტიკა. (საწყისი ფორმა — შვეიცარია).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი