ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№3

ავტორი: ბაია თაბაგარი 18:00 29.01, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

ანთრაციტი და არა ანტრაციტი. 
ბოკალი და არა ბაკალი (საერთაშორისო სიტყვაა).
გაეხვია და არა გაეხვა.
გაეხვივნენ და არა გაეხვიენ.
გამოვაცხვე და არა გამოვაცხე.
გარეთ და არა გარედ.
გაწირა თავი, მაგრამ – შესწირა თავი სამშობლოს.
დაძრა (მანქანა) და არა დასძრა (მანქანა).
დაშიფვრა და არა დაშიფრვა.
მთამსვლელი და არა მთასვლელი.
მისტიკური და არა მისტიური.
მოვხვედრილიყავი ქალაქში და არა მოვმხვდარიყავი ქალაქში.
მომხდარიყო ამბავი და არა მომხვდარიყო ამბავი.
მშვენივრად და არა მშვენიერად.
პოპულარობა მოიპოვა და არა პოპულარობა დაიმსახურა, პოპულარობა მიიღო.
გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები 
გამარჯობა და არა გამარჯობათ.
დაჭმუჭნილი და არა დაჭმუჭნული.
ისრაელი და არა იზრაელი.
მეუღლეს უთხრა და არა საკუთარ მეუღლეს უთხრა; თავის მეუღლეს უთხრა.
ულუფა და არა პორცია.
ჩამქრალი და არა ჩამქვრალი.
ჩაუქრია და არა ჩაუქვრია.
ჯგუფის თითოეული წევრი და არა თითოეული ჯგუფის წევრი.
ჰორმონული და არა ჰორმონალური.
რიცხვში მონაცვლე ზმნები
ერთი მტერი მოკლა – ბევრი მტერი დახოცა.
ერთი ბავშვი მანქანაში ჩასვა – ბავშვები მანქანაში ჩასხა.
ერთი ტოტი მოტეხა – ტოტები მოამტვრია.
ერთი ძაღლი გარეთ გააგდო – ძაღლები გარეთ გაყარა.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი