ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№1

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 13.01, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

გულის ამაჩუყებელი და არა გულამაჩუყებელი.

დამზრალი (გაყინული) და არა დამძრალი

ეს ნივთიერებებია და არა ეს ნივთიერებები არიან.

ვეგეტატიური და ვეგეტაციური პარალელური ფორმებია.

ველოსიპედი და არა ველისაპეტი, ველოსიპეტი.

მუსიკისმცოდნე და არა მუსიკათმცოდნე.

მანქანები მოძრაობენ და არა მანქანები მოძრაობს.

მარსელიეზა და არა მარსელიოზა.

პათეტიკური და არა პათეტიური.

სარეცხი მანქანა და არა სარეცხის მანქანა (შეადარეთ: საკერავი მანქანა და არა საკერავის მანქანა).

სრესა, ვსრეს, სრესს და არა სრესვა, ვსრესავ, ვსრისავ, სრესავ.

სწორია და არა სწორეა.

ტირი და არა ტირიხარ.

ქართულენოვანი მკითხველი და არა ქართველენოვანი მკითხველი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ უარუყვიათ და არა არ უარყვიათ.

გადავავადოთ და არა გადავაადოთ (საწყისი ფორმა — გადავადება).

ვიფიქრე, ვერ იცეკვებ-მეთქი და არა ვიფიქრე, ვერ იცეკვებ-თქო.

ლორი და არა ვიჩინა.

მოჯადოება და არა მოჯადოვება.

ნოდარმა მიხედოს და არა ნოდარიმ მიხედოს.

რათა ვნახოთ და არა რადგან ვნახოთ.

რაც შეეხება პროექტს და არა რაც ეხება პროექტს.

სიგარეტს მოუკიდა და არა გაუკიდა სიგარეტს.

საკრალური და არა საკრალიზებული.

საკუთარ თავს ებრძვი და არა თავისთავს ებრძვი

შეჭამს თუ არა ჩემს მომზადებულ საჭმელს და არა რამდენად შეჭამს ჩემს გაკეთებულ საჭმელს.

შენი და უნდა დამეხმაროს და არა უნდა დამეხმაროს შენმა დამ.

ჯანმრთელობა შეერყა და არა ჯანმრთელობა შეელახა.

ჯანდაბაში და არა ჯანაბაში.

წინ მიმავალი და არა წინსვლადი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი