ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№48

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 09.12, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აეროზოლი და არა აიროზოლი.

აეროსტატი და არა ჰაეროსტატი.

აღეზარდა და არა აეღზარდა.

თვალი ამარიდა და არა თვალები ამარიდა (მაგრამ – თვალები დახარა და არა თვალი დახარა).

კარტოფილი და არა კართოფილი.

კულინარიული და არა კულინარული (საწყისი ფორმა – კულინარია).

მასა და შენ შორის და არა მასსა და შენს შორის.

მოდიან ადამიანები და არა მოდის ადამიანები.

სუპი და არა სუფი.

ტრანსკრიფცია და არა ტრანსკრიპცია.

უგუნური, უგუნურება და არა უგნური, უგნურება, უგნურობა, უგუნურობა.

ფთიზიატრი და არა ფტიზიატრი.

ქამბალა და არა კამბალა.

ციროზი და არა ცეროზი.

ჰათჰა-იოგა და არა ხათხა-იოგა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არ მოგიკლავს თავი და არა არ მოგიკლია თავი.

დავაგლეჯ თმას და არა დავაგლიჯავ თმებს.

დიდი მადლობა აჭარას ასეთი მიღებისთვის და არა რისთვისაც დიდი მადლობა აჭარას ასეთი მიღებისთვის.

ვკითხოთ მათ აზრი და არა ვკითხოთ მათ თავიანთი აზრი.

თანავუგრძნობ და არა ვუთანაგრძნობ.

თავგადასავლის საძიებლად (საძებნელად) და არა თავგადასავლის ძიებისთვის.

კონტროლზეა აყვანილი და არა კონტროლის ქვეშ არის აყვანილი.

ლიტრნახევრიანი შეფუთვა და არა ლიტრანახევრიანი შეფუთვა.

მიკედლებულ ცხოველებს ვუწევ მეთვალყურეობას და არა მიკედლებულ ცხოველებს ვმეთვალყურეობ.

პაშტეტებს უხდება მოტკბო გემო და არა პაშტეტებს უხდებათ მოტკბო გემო.

საუბრობდა მის ჯანმრთელობაზე და არა საუბრობდა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და არა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების წესები.

ფლავი და არა ფლოვი.

ყოველი ასეთი შეხვედრა და არა ყოველივე ასეთი შეხვედრა.

შევიტანოთ დღის წესრიგში და არა დავწეროთ დღის წესრიგში.

შინაგანი განსხვავება და არა შიგნეული განსხვავება.

ჩაიტარონ ვაქცინაცია და არა ჩაიტარონ ვაქცინა.

ჩვენ გონივრული ეჭვი გვაქვს და არა ჩვენ გონებრივი ეჭვი გვაქვს.

ჰყავს და არა ყავს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი