ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№47

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 02.12, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

გავიძრე და არა გავიძვრე.

ზიარჭურჭელი და არა ზიარი ჭურჭელი.

მერკანტილური და არა მერკანტელური.

რადიაქტიური და არა რადიაქტიული.

ყალმუხეთი და არა კალმიკია (რუსულის კალკია).

ხამანწკა (ნათესაობით ბრუნვაში – ხამანწკის) და არა ხამანწკი (ნათესაობით ბრუნვაში – ხამანწკას).

ჰო და არა ხო.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები.

ორდინარული და არა ორდინალური.

ადვილად გადაიჭრება, დაიძლევა და არა გადაჭრადია, დაძლევადია.

გაისროლა და არა მოახდინა გასროლა.

თქვენი მოსმენა უსასრულოდ შეიძლება და არა თქვენი სმენა უსასრულოდ შეიძლება.

გამსჭვალული და არა გამჭვალული.

კუბიდან არის და არა კუბადან არის.

რეტროსპექტული და არა რეტროსპექტრული.

რატომღა, რატომღაც და არა რაღატომ, რაღატომღაც, რაღაცატომ.

რთულ კითხვებს მისვამთ და არა რთულ კითხვებს მისმევთ.

ატაშეს (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ატაშის.

„ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი და არა „ქართული ლუდის კომანიას“ გენერალური დირექტორი.

შინაგანად ისეთი ძლიერი ხარ და არა შიგნეულად ისეთი ძლიერი ხარ.

შეკრებილი იყო სტუდენტების ნაწილი და არა შეკრებილები იყვნენ სტუდენტების ნაწილი.

შეხვედროდა აზერბაიჯანელ კოლეგას და არა შეხვედროდა საკუთარ აზერბაიჯანელ კოლეგას.

„ხალხის ძალის“ დამფუძნებელი და არა „ხალხის ძალას“ დამფუძნებელი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი