ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№2

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 22.01, 2021 წელი

სწორი და არასწორი ფორმები
დაკოპირებულია

აზოგადებს და არა ანზოგადებს
(მაგრამ – განაზოგადა).
ალთაის მხარე და არა ალტაის მხარე.

ამაღამ და არა ამეღამ.
ამოკვეთს და არა ამოკვეთავს.
ამოჟლეტს და არა ამოჟლეტავს, ამოჟლიტავს.
არისხებს და არა ანრისხებს
(მაგრამ – განარისხებს).
დავაკელი, დააკელი და არა დავაკლე, დააკლე.
დაამწნილებს და არა დააწნილებს.
დასძენს და არა დაძენს.
დაქრის (ქარი) და არა დაჰქრის (ქარი).
ეკონომიკის ფაკულტეტი, მაგრამ – ეკონომიის გაკეთება (ანუ დაზოგვა).
ვიცვამ (მე ტანსაცმელს) და არა ვიცმევ (მე ტანსაცმელს),
მაგრამ – ვაცმევ (ბავშვს ტანსაცმელს) და არა ვაცვამ (ბავშვს ტანსაცმელს).
ორიგინალური და არა ორგინალური.
წარმოჩენა და არა წარმოჩინება.
წარმოჩნდება და არა წარმოჩინდება.
გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები:
ამოძვრება (ჭიაყელა მიწიდან) და არა ამოსძვრება (ჭიაყელა მიწიდან,
მაგრამ – ამოსძვრება (მტერს სული) და არა ამოძვრება (მტერს სული).
ვაღიარებ და არა აღვიარებ (ძველი ფორმაა).
გაბღენძა და არა გაბღენძვა.
გაბღენძილი და არა გაბღინძული.
რიცხვში მონაცვლე ზმნები:
აბია (ხეს ერთი ვაშლი) – ასხია (ხეს ვაშლები) და არა აბია (ხეს ვაშლები).
გდია (მიწაზე ქვა) – ყრია (მიწაზე ქვები) და არა გდია (მიწაზე ქვები).
დაჯდა (ბავშვი) – დასხდნენ (ბავშვები) – დასხდა (ხალხი) და არა დაჯდნენ ბავშვები, დაჯდა ხალხი, დასხდნენ ხალხი.
მოწყვიტა (ერთი მსხალი) – მოკრიფა (რამდენიმე მსხალი) და არა მოწყვიტა (მსხლები).
აიღო (მიწიდან კენჭი) – აკრიფა (მიწიდან კენჭები) და არა აიღო (მიწიდან კენჭები).
დადო (მაგიდაზე წიგნი) – დააწყო (მაგიდაზე წიგნები) და არა დადო (მაგიდაზე წიგნები).
ჩამოვარდა (ხიდან ერთი ვაშლი) – ჩამოცვივდა (ხიდან ორი ან მეტი ვაშლი) და არა ჩამოვარდა (ორი ან მეტი ვაშლი).
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი