ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№37

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 23.09, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამოგანგლული და არა ამოგანგლილი.

ბიცეფსი და არა ბიცებსი.

დაგროვებული და დაგროვილი პარალელური ფორმებია.

დანამული და არა დანამილი.

დაუდვია და არა დაუდევს, დაუდია.

თანაკლასელი, თანაკურსელი და არა კლასელი, კურსელი.

შევუკვეთ (შეუკვეთ, შეუკვეთს) და არა შევუკვეთავ (შევუკვეთავ, შეუკვეთავს),

(საწყისი ფორმა – შეკვეთა და არა შეკვეთვა).

შვეიცარიული ყველი და არა შვეიცარული ყველი.

ჩამოსხდნენ (ჩამოვსხედით, ჩამოსხედით) და არა ჩამოჯდნენ (ჩამოვჯექით, ჩამოჯექით).

წინდახედულობა და არა წინდახედულება.

ჰოდა და არა ხოდა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამწის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ამწეს (ნათესაობითი ბრუნვა).

აღსანიშნავია ფაქტი და არა ასაღნიშნავია ფაქტი.

ბოლთის ცემა და არა ბოლთას ცემა

(მაგრამ – ბოლთას ვცემ).

დამიწვავს (რა მიქნია?) კანი და არა დამიწვია კანი.

დაშანტაჟება და არა შანტაჟირება.

დაემახინჯებინა და არა დაემახინჯებია.

ეჩვენებინა და არა ეჩვენებია.

თვრამეტი-ოცი წლის არიან და არა თვრამეტ-ოცი წლისანი არიან.

მათ ჰყავთ 30 მილიონი გამომწერი და არა მათი გამომწერები 30 მილიონს შეადგენენ.

მთელი ხმით ავყვირდი და არა მთელ ხმაზე ავყვირდი.

მილიონერის და არა მილიონრის.

მისნაირად არავინ მყვარებია და არა არავინ მყვარებია ამისნაირად.

ნახშირორჟანგი და არა ნახშიროჟანგი.

პერსპექტიული და არა პრესპექტიული.

პირველი შესაძლებლობისთანავე და არა პირველივე შესაძლებლობისთანავე.

სტუდიიდან 00 საათზე (ან – ღამის 12 საათზე) წახვედით და არა სტუდიიდან 24 საათზე წახვედით.

ღამით (დღისით) მოგვიწევს მორიგეობა და არა ღამე (დღე) მოგვიწევს მორიგეობა.

ყელში გაჩხერილი ბურთი და არა ყელში გაჩხირული ბურთი.

ყურადღება მიაქციეთ ხმოვნებს და არა ყურადღება მიაქციეთ ხმოვანებს.

შეჭმუხნილი და არა შეჭმუხნული, შეჭმუხვნილი.

შროშანის ტოტი და არა შროშნის ტოტი.

ჩავაწებ და არა ჩავაწობ.

ჩემკენ და არა ჩემსკენ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი