ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№35

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 09.09, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ააკინძვინა და არა ააკინძინა (საწყისი ფორმა – აკინძვა).

ავითარებს და არა ანვითარებს (მაგრამ – განავითარა).

ასხვავებს და არა ანსხვავებს (მაგრამ – განასხვავა).

გადასცდება (საზღვარს) და არა გადაცდება (საზღვარს),

(მაგრამ – გადაცდება (ჭკუიდან) და არა გადასცდება (ჭკუიდან).

ეწვივნენ და არა ეწვიენ.

ზრდის და არა ღზრდის (მაგრამ – აღზრდის, აღზარდა).

ზიხარ (შენ), სხედხართ (თქვენ) და არა ზიხართ (თქვენ, ანუ ორნი ან მეტნი),

(მაგრამ – ზიხართ თქვენ (თავაზიანი მიმართვის ფორმა).

თანამშრომლის და არა თანამშრომელის.

უგოსლავიელი, იუგოსლავიელები და არა იუგოსლაველი, იუგოსლაველები.

კატაბალახა; ნათესაობით ბრუნვაში – კატაბალახას და არა კატაბალახის.

სწყდება (ხეს ფოთოლი) და არა წყდება (ხეს ფოთოლი),

(მაგრამ – წყდება (საკითხი; თოკი) და არა სწყდება (საკითხი; თოკი).

სხედან და არა ზიან.

ჰგავს და არა გავს.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამ თემაზე საუბარი და არა ამ თემის შესახებ საუბარი.

აქ „იაგუარის“ ნახვა იშვიათობაა (ან აქ „იაგუარს“ იშვიათად ნახავთ) და არა აქ „იაგუარის“ ნახვა იშვიათი სანახავია.

გაისროლა და არა მოახდინა გასროლა.

გვიმღერი და არა გვიმღერიხარ.

დათანხმდა მუშაობაზე და არა დათანხმდა მუშაობას.

დამცალკევებელი და არა დამაცალკავებელი.

დახვეწენ და არა დახვეწავენ.

ერთსა და იმავე როლებს ასრულებენ და არა ერთი და იგივე როლებს ასრულებენ.

„ვენდისის“ პიცა და არა ვენდის პიცა.

ვინ შეიძლება გადმოვიდეს აქეთ და ვინ – არა და არა ვინ შეიძლება გადმოვიდეს აქეთ და ვინ შეიძლება არა.

თავი გაწირა (სამშობლოსთვის) და არა თავი გასწირა (სამშობლოსთვის),

(მაგრამ – თავი შესწირა სამშობლოს მთლიანობას და არა თავი შეწირა სამშობლოს მთლიანობას).

მავთულხლართები და არა მართულხლართები.

მეტრ-ნახევარი და არა მეტრანახევარი.

მოვიწვიოთ სცენაზე და არა მოვიწვიოთ სცენისაკენ.

ს სრულად (მთლიანად) უჭერს მხარს და არა ის სრულიად უჭერს მხარს.

კანონო სამხერხაოები და არა უკანონო სახერხები.

ულუფები და არა პორციები.

სიცოცხლე გაწირეს და არა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

ჩვენი გმირების ხსოვნა და არა ჩვენს გმირების ხსოვნა.

ხაზს უსვამს და არა ხაზს უსმევს.

ჯობია (უმჯობესია, ჯობს) აქ დაგველოდოთ და არა სჯობს აქ დაგველოდოთ.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი