ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№30

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 05.08, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

გაასწრებს და არა გაასწრობს.

გაასეირნებს (გაატარებს) და არა გაარონიებს, გაარონინებს

(მაგრამ – რონინი, რონინებს და არა რონინობს).

დილანდელი და არა დილინდელი.

იკვეხნის და არა იკვეხის, კვეხულობს.

იჯარადარი, იჯარადრობა და არა მოიჯარე, მოიჯარადრე, მოიჯარადე, მოიჯარადეობა.

კიდეც და კიდევაც პარალელური ფორმებია.

მეორეული და არა მეორადი.

ოცდამეათე, ორმოცდამეათე, სამოცდამეათე, ოთხმოცდამეათე და არა მეოცდაათე, მეორმოცდაათე, მესამოცდაათე, მეოთხმოცდაათე.

რული და ლული პარალელური ფორმებია (თვალზე რული (ლული) მოეკიდა).

საბადებელი და არა საბადი.

სძინავთ და არა ძინავთ.

სახმარი და არა სახმარისი, სახმარებელი

(მაგრამ – მოსახმარებელი, მოსახმარი).

უპირო და არა უპირული.

უპირობა და არა უპიროობა, უპირულობა.

ქეიფი და არა ქეიფობა.

ყუმბარმშენი და ბომბდამშენი პარალელური ფორმებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ათ საათსა და 15 წუთიდან და არა ათ საათზე და 15 წუთიდან.

ბოდიში და არა ბოდიშით.

გასაყიდად გამოიტანეს და არა გაყიდვაში გამოვიდა.

დავრბივარ და არა დავდივარ სირბილით.

დამიწვავს და არა დამიწვია.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება და არა გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხდება.

ინტუიციურად და არა ინტუიტიურად.

მიხეილის საავადმყოფო და არა მიხაილოვის საავადმყოფო.

მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და არა მოლაპარაკებების მაგიდაზე ყოფნა.

მსოფლიოს მასშტაბით და არა მსოფლიო მასშტაბით.

ოც მილიონ დოლარად და არა ოცი მილიონ დოლარად.

რაგბის კავშირის გეგმები და არა რეგბის კავშირის გეგმები.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი