ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№29

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 29.07, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამათგანი, იმათგანი, ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი და არა ამათთაგანი, იმათთაგანი, ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი.

ასემც და აგრემც პარალელური ფორმებია.

ასეც, ისეც და არა ასედაც, ისედაც.

გადაეკრა და არა გადაეკრო.

ეკლიანი გზა და არა აეკლო გზა.

კრუპიე; ნათესაობით ბრუნვაში – კრუპიეს და არა კრუპიის.

მრავალმხრივ და არა ბევრიმხრივ.

საეგებისო (იგივეა, რაც სათუო) და არა საეგებო.

საპობი (ატამი), სახლეჩი (ატამი) და არა სახეჩი (ატამი).

სინოყიერე და სინოყივრე პარალელური ფორმებია.

ტრასა და არა ტრასი.

შუბლშეკრული და არა სახეშეკრული.

ჩურჩული და არა ფურჩული.

წაიცხებს და არა წაიცხობს.

ჰბარდება და არა ბარდება.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ალადები (მაჭკატები) და არა ალადიკები.

ამოუსვლელი ცომი და არა ამოუყვანავი ცომი.

არ დავკვირვებივარ და არა არ დავკვირვებულვარ.

აღგვენიშნა და არა აგვეღნიშნა.

დავსხდეთ და არა დავჯდეთ.

დაფქული და არა დაფქვილი.

ევროპელი მაყურებელი და არა ევროპული მაყურებელი

ერქვა და არა ქვიოდა.

დაწყებული საბოტაჟით და არა დაწყებული საბოტაჟიდან.

თანავცხოვრობთ და არა ვთანაცხოვრობთ.

ინკრუსტირებული და არა ინკუსტრირებული.

იღვწის და არა იღწვის.

მაგანაც დამაინტერესა და არა ეგეც დამაინტერესა.

მარსელი და არა მარსიანელი.

მოუსხედით სუფრას და არა მოუჯექით სუფრას.

მისწერა კონფერენციას და არა მიწერა კონფერენციას.

საქმე ისაა და არა საქმე იმაშია.

სადღაც და არა სადღასაც.

სწერდა ეროვნულ საბჭოს და არა წერდა ეროვნულ საბჭოს.

სწორად მიხვდა ზოგი და არა სწორედ მიხვდნენ ზოგი.

შენ გამო და არა შენს გამო.

შენგან მალულად და არა შენსგან ჩუმად.

შეურაცხყოფა და არა შეურაცხყობა.

შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და არა შეურაცხმყობელად მოიხსენია.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი