ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№23

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 17.06, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

თამბაქო და თუთუნი პარალელური ფორმებია.

კვესება და კვესვა პარალელური ფორმებია.

კუნტრუში და არა კვინტრიში.

მთრიმლავი და არა თრიმლავი.

მზითევი და მზითვი პარალელური ფორმებია

(ნათესაობით ბრუნვაში – მზითვის).

რქმევია და არა ქვიებია, ჰქვიებია.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამომწურავად ამბობს ყველაფერს და არა ამომწურავად იძახის ყველაფერს.

გამომძიებლის როლი და არა გამომძიებელის როლი.

გამჭვირვალე გზით და არა გამჭირვალე გზით.

ესენი არიან და არა ესენი არის.

ექიმები არიან მივლენილი და არა ექიმები არიან მივლენილები.

თუკი რამისთვის მიგვიღწევია და არა თუკი რამეს მიგვიღწევია.

თოჯინას გაბარიტებს და არა თოჯინის გაბარიტებს.

ივარჯიშე ბუშტების გაბერვაში და არა ივარჯიშე ბუშტების გაბერვაზე.

ლომის წილი და არა ლომის წვლილი.

მეწყრის ზონა და არა მეწყერის ზონა.

მოუწყვეთ დღესასწაული და არა მოუწყეთ დღესასწაული.

ნივრის წვენი და არა ნიორის წვენი.

ნეკი და არა ნეკა.

პატიმარ X-ის საქმე და არა პატიმარი X-ის საქმე.

საკუთარი ქვეყნის ლიტერატურაში დიდი კვალი დატოვა და არა საკუთარი ქვეყნის ლიტერატურაზე დიდი კვალი დატოვა.

შეზელა და არა შეზელვა.

ჩადე და არა ჩადევი.

ცერი და არა ცერა თითი.

ხავერდივით და არა ბარხატივით.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი