ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№22

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 10.06, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

გასინჯა და არა გაშინჯა.

გველეშაპი და გველვეშაპი პარალელური ფორმებია.

გვიანაა და არა გვიანია.

დაისვრება და გაითვხრება პარალელური ფორმებია.

თავმოსაწონი და თავმოსაწონებელი პარალელური ფორმებია.

თავი დაიმდაბლა და არა თავი დაიდაბლა.

იდენს და არა იდინებს.

კისკისებს და არა კისკისობს.

ლიფტი და არა ლივტი.

მკვახე და არა მკუხე, კუხე.

მოკეთეობა და არა მოკეთობა.

მოჰკიდებს და არა მოკიდებს.

მოჰკრავს და არა მოკრავს.

მღვიმე და არა ღვიმე.

უერთმანეთოდ და არა უერთუერთოდ, უერთურთოდ.

შეეკვრება და არა შეეკრობა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ადვოკატობას ვუწევ (მისი ადვოკატი ვარ) და არა ვადვოკატირებ.

ამ თემაზე სასაუბროდ და არა ამ თემის შესახებ სასაუბროდ.

აწყდებიან ჩემს ფეისბუქ-კედელს და არა მიცვივიან ჩემს ფეისბუქ-კედელზე.

ბრალს სდებენ და არა ბრალდებებს სდებენ.

დადგეს (მივიღოთ) შედეგი და არა შედგეს შედეგი.

ვგავარ და არა ვგევარ.

მაღალი (ძლიერი) ხმით (ან – ხმამაღლა) და არა ხმამაღალი ხმით.

ნიაგარის ჩანჩქერი და არა ნიაგარას ჩანჩქერი.

ორიენტირებული და არა ორიენტებული.

სისხლში ცურავდა და არა სისხლში სცურავდა.

შეუწყვეტია და არა შეუწყვიტავს

(საწყისი ფორმა – შეწყვეტა და არა შეწყვეტვა).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი