ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№21

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 03.06, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ავხორცობა და არა ავხორცულობა.

ათლეტი და არა ატლეტი.

არითმიული და არა არითმული

(საწყისი ფორმა – არითმია).

ბოშა იგივე აწინკანი, ციგანი.

ბოჩოლას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ბოჩოლის.

გადაწყვეტს და არა გადაწყვიტავს.

გადაუწყვეტს და არა გადაუწყვიტავს.

გადაუწყვეტია და არა გადაუწყვეტავს.

დააწეწვინებს და დააწეწინებს პარალელური ფორმებია.

დასალოცი და დასალოცავი პარალელური ფორმებია.

ეგზნება და არა ეღგზნება

(მაგრამ – აღეგზნება).

მოსასმენი და მოსასმენელი პარალელური ფორმებია.

შეჭმუხნის და არა შეჭმუხნავს.

შეჭმუხნა (საწყისი ფორმა), შეჭმუხნილი და არა შეჭმუხვნა, შეჭმუხნული, შეჭმუხვნილი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არა რამე სხვით და არა არა რამე სხვათი.

ბევრ რამეს წყვეტს და არა ბევრ რამეს წყვიტავს.

ბოშის (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ბოშას

(სახელობით ბრუნვაში – ბოშა).

დარწმუნებული ვართ და არა დარწმუნებულები ვართ.

ეგრეთ წოდებული და არა ეგრედ წოდებული.

ექვსი თვის განმავლობაში ზრუნვა და არა ექვსი თვით ზრუნვა.

თვალის გახელა და არა თვალის გახელვა.

იმპროვიზებული და არა იმპროვიზირებული.

იმუნიტეტისთვის იბრძვის და არა იმუნიტეტზე იბრძვის.

იქ არცერთ ჟურნალისტს არ უმუშავია და არა იქ არცერთ ჟურნალისტს უმუშავია.

პოლიტიკოსების ნაწილს და არა ნაწილს პოლიტიკოსებისას.

ჟურნალ „რეგალში“ გამოქვეყნდა და არა ჟურნალში „რეგალ“ გამოქვეყნდა.

უთქვამს და არა უთქვავს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

რუბრიკას უძღვება

თამარ ზამთარაძე


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი