ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№14

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 15.04, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ასეც ვიცოდი, რომ... და არა ასედაც ვიცოდი, რომ...

ამოხდა სული და არა აღმოხდა სული

(მაგრამ – აღმოხდა ყვირილი, ღრიალი და არა ამოხდა ყვირილი, ღრიალი).

დიპლომატიური და არა სადიპლომატიო.

მეჩანგურე და მეჩონგურე პარალელური ფორმებია.

მეჩხრად და არა მეჩხერად.

მეჩხრად დასახლებული ადგილი და არა თხლად დასახლებული ადგილი.

მივდი-მოვდივართ და არა მიმოვდივართ.

მოჩხუბარი და არა მეჩხუბარი, მაჩხუბარი.

რამენაირად და არა რამერიგად.

საკბილო (შესაჭმელი) და არა საკბილავი.

ფენს (სარეცხს) და არა ჰფენს (სარეცხს)

(მაგრამ – ჰფენს საკითხს შუქს).

ქმედუნარიანი, ქმედუუნარო და არა ქმედითუნარიანი, ქმედითუუნარო.

ყასაბი და არა მეყასბე.

ყოველწამ და ყოველ წამს პარალელური ფორმებია.

შეუკურთხებს და არა შეაკურთხებს, შეუკურთხავს.

ხელი ასწიე და არა ხელი აიწიე

(მაგრამ – შარვალი აიწიე ან ზემოთ აიწიე).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამბობდა მათი უმეტესობა და არა ამბობდნენ მათი უმეტესობა.

გობელენი და არა გობელინი.

ექვს თვემდეც კი გაგრძელდეს და არა ექვს თვემდედაც კი გაგრძელდეს.

ვფიცავ და არა ვფიცავარ.

თქვენ წინაშე და არა თქვენს წინაშე.

მოსთხოვა (მან ვიღაცას რაღაცა) და არა მოთხოვა (მან ვიღაცას რაღაცა).

ნავსაყუდელი და არა ნავთსაყუდელი.

სიყვარულს ეფიცება და არა სიყვარულში ეფიცება.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი