ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№52

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 01.01, 2021 წელი

ვ-თი თუ ვ-ს გარეშე
დაკოპირებულია

საჭირო და საინტერესო ინფორმაცია „თბილისელების“ (და არა მხოლოდ) მკითხველისთვის.

📖 გადაამოწმეთ, იცით თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვების სწორი ფორმები 👇

ააგროვებინა და არა ააგროვებია
(მაგრამ – აუგროვებია).

ააგლეჯინა და არა ააგლეჯვინა.

აგლეჯინებს და არა აგლეჯვინებს.

ბადებს და არა ჰბადებს, ბადავს.

ბავშვო! და არა ბავშო!

გაააქტიურა და არა გააქტიურა.
(მაგრამ – გააქტიურდა).

გააზრდევინებს და არა გააზდევიებს, გააზდევინებს.

ღამე გაათევინა და არა ღამე გაათევია, გაათენებინა.

დააპკურებს და არა დააბკურებს.

ეამება და არა იამება.

ეახლება და არა იახლება.
(მაგრამ – იახლებს მეფე ვეზირს).

ზმნიზედა და არა ზმნისზედა.

იბზეკს და არა იბზიკავს.

კორსიკელი და არა კორსიკანელი (რუსულის კალკია).

მაქვს და არა მაქ, მაქს.

მასა და შენ შორის და არა მასსა და შენს შორის.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები:

ბაირახტარი (მედროშე) და არა მებაირახტრე.

ისვამს (ბავშვს კალთაში) და არა იჯენს, ისმევს (ბავშვს კალთაში).

ისრიმი (მკვახე ყურძენი) და არა ისმირი, კუხი.

კონტინენტი და არა მატერიკი.

ლაიბგვარდია და არა ლეიბგვარდია.

ლაიტმოტივი და არა ლეიტმოტივი.

ლაფსუსი და არა ლაპსუსი.

ლეიბი და არა ლები.

ლომვეშაპი და არა ლომთევზა.

ლოჯია და არა ლოჯი.

მარცვალსაცავი და არა მარცვალსაწყობი.
(სიტყვა მასიური აღნიშნავს წონას, მასობრივი – რაოდენობას).

მატრიარქალური, პატრიარქალური და არა მატრიარქატული, პატრიარქატული
(მაგრამ – მატრიარქატი, პატრიარქატი).

მაღალხარისხიანი, მაღალხარისხოვანი და არა მაღალხარისხობრივი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

რუბრიკას უძღვება თამარ ზამთარაძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი