ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№9

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 11.03, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ახელს (თვალს) და არა აახილებს (თვალს).

აფხაზი და არა აბხაზი.

აფრთხილებს და არა აბრთხილებს.

აფრთხობს და არა აბრთხობს.

დაამჩნევს და დააჩნევს პარალელური ფორმებია.

დღენაკლი და არა დღენაკლული.

მოაწვდის და მოაწოდებს პარალელური ფორმებია.

მოახმარს და მოახმარებს პარალელური ფორმებია.

უხედნელი და უხედნი პარალელური ფორმებია.

უწყვეტობა და უწყვეტელობა პარალელური ფორმებია.

ფლოსტი, ფოსტლი და ფოსტალი პარალელური ფორმებია.

ფრენა და არა ფრინვა, ფრენვა.

ფშვნის და ფშხვნის პარალელური ფორმებია.

შემყურე და არა შემყურებელი, შემყური.

ჩამნერგავი და ჩამნერგველი პარალელური ფორმებია.

წაუქცევლად და არა წაუქცეველად, წაუქცევრად.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ბევრი ჯილდო მიიღო და არა ბევრი ჯილდოები მიიღო.

გურიაში ჩამედო ინვესტიციები და არა გურიაში გამეკეთებინა ინვესტიციები.

დიდ მადლობას ვუხდით და არა დიდ მადლობას ვუძღვნით.

დიზაინის გაკეთებაზე და არა დადიზაინერებაზე.

ელექტრიფიცირებული და არა ელექტრიზირებული.

თავზე ედგა მკერავებს და არა თავზე ადგა მკერავებს.

თავიანთი იდეების განხორციელებაში და არა მათი იდეების ცხოვრებაში განხორციელებაში.

მაღალი ნოტი (ბგერა) აიღო და არა მაღალი ნოტა აიღო.

მეგობრები მიყვარდა და არა მეგობრები მიყვარდნენ.

ნიაღვრით და არა ნიაღვარით.

პოპულარული პროდუქტი და არა ხშირად მოხმარებადი პროდუქტი.

პრობლემები შეექმნას და არა პრობლემები შეექმნეს.

რაგბის „იმედზე“ წარმოგიდგენთ და არა რაგბს „იმედზე“ წარმოგიდგენთ.

უამრავი გამოწვევა გვქონდა და არა უამრავი გამოწვევა გვქონდა წინ.

ყველაფერი ვცადე და არა ყველაფერი ვეცადე.

შეწყვიტა და არა შესწყვიტა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი