ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№2

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 21.01, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ემსგავსება და არა ემზგავსება.

თანაუგრძნობს და არა უთანაგრძნობს.

იუდას კერძი და არა იუდის კერძი.

ლეიკემია და ლევკემია პარალელური ფორმებია.

საკომპლექსო და კომპლექსური პარალელური ფორმებია.

საურავი და გადასახადი პარალელური ფორმებია.

ტანგახდილი და არა ტანთგახდილი.

უანდერძებია და არა უანდერძნია.

ჩამოივლის და არა ჩამოიარს

(მაგრამ – ჩამოიარა).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აგიწერთ და არა აგიღწერთ.

არჩევანის და არა არჩევნის.

დაკავშირების შესაძლებლობა, სიხშირე და არა დაკავშირებადობა.

ერთსა და იმავე რაღაცაზე საუბარი და არა ერთი და იგივე რაღაცაზე საუბარი.

ვებგვერდი შეექმნა და არა ვებგვერდი განეხორციელებინა.

თავისუფლებისკენ სწრაფვა და არა თავისუფლებისადმი სწრაფვა.

იმავე ბრალდებით და არა იგივე ბრალდებით.

ინკუბატორი და არა ინკუპატორი.

კაფეს (ნათესაობითი ბრუნვა) გაკეთება და არა კაფის გაკეთება.

მოქცეული ვიყავი სტერეოტიპების გავლენის ქვეშ და არა მოქცეული ვიყავი სტერეოტიპების ქვეშ.

მოწმობს იმას და არა მოწმობს იმაზე.

მოახლოება არ სცადო და არა მოახლოებას არ ეცადო.

პურმარილი გვერდზე გადავდოთ და არა პურმარილი გვერდით გადავდოთ.

რას ვიზამდი და არა რას ვიზავდი.

უკანონოდ დაკავებული და არა უკანონო დაკავებული.

ჩვენი მხრიდან და არა ჩვენის მხრიდან.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი