ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№1

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 14.01, 2022 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აკენკვინებს და არა აკენკინებს.

აღტყინება და არა აღტკინება.

გადასაკიდი და გადასაკიდებელი პარალელური ფორმებია.

დაესხმის (თავს) და დაესხმება (თავს) პარალელური ფორმებია.

დაყარა და არა დაჰყარა.

ვაახლებ, განვაახლებ და არა ვანახლებ.

უღმერთობა და უღმრთობა პარალელური ფორმებია.

უცოდველი და არა უცოდვილო.

უცოდინარი და უცოდნელი პარალელური ფორმებია.

ქრისტიანი და არა ქრისტეანი (ძველი ფორმაა).

ჩაკიდებული და არა ჩაკიდული.

ჩამოხრჩობა და არა ჩამოხჩობა.

წარმოითქმება და წარმოითქმის პარალელური ფორმებია.

ჭკუანაკლები, ჭკუანაკლული და არა ჭკუანაკლი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამის მიღწევა შესაძლებელია და არა ეს მიღწევადია.

არ მოვექცე ჩემი შემოქმედების გავლენის ქვეშ და არა არ მოვექცე ჩემი შემოქმედების გავლენაში.

გაუძეხი და არა გაუძღვი.

ერთწლიან პატიმრობადაც კი დაუჯდეს და არა ერთწლიანი პატიმრობაც კი დაუჯდეს.

ვინც არ უნდა იყოს ის კაცი და არა ვინც უნდა იყოს ის კაცი.

კანონზომიერება და არა კანონზომიერობა.

კევი და არა კევა.

კონსტატაცია და არა კონსტანტაცია.

მზისგან დამცავი და არა მზის დამცავი.

მოვაწყობთ ვიზიტს და არა განვახორციელებთ ვიზიტს.

ოღონდაც და არა ოღონც.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი