ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№49

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 17.12, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აივლის და არა აიარს.

აკრავს და არა აკვრია, აკრია.

აკნატუნებს და აკნაწუნებს პარალელური ფორმებია.

ბურდღუნებს და ბურტყუნებს პარალელური ფორმებია.

ბუღალტერი და ბუხჰალტერი პარალელური ფორმებია.

დაიპყრო და არა დაიბყრო.

დამმარცხებელი და არა დამამარცხებელი.

იძღებს (კუჭს) და არა იძღობს (კუჭს).

კონსპირაცია და კონსპირირება პარალელური ფორმებია.

მრავალსულიანი (ოჯახი) და არა მრავალკაციანი (ოჯახი).

საკინძი და არა საკინძე.

საქმრო და არა საქმარო, საქრმო.

უპირველეს ყოვლისა, პირველ ყოვლისა და უწინარეს ყოვლისა პარალელური ფორმებია.

უხიაგი და უხიაკი პარალელური ფორმებია.

ფხალი და მხალი პარალელური ფორმებია.

ქვეშევრდომობა და არა ქვეშევრდომლობა.

შაჰი და არა შახი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ავთენტიკური და არა ავთენტიური.

ამდენი შერეული შეგრძნება და არა ამდენი შერეული შეგრძნებები (რეკლამა).

ამ სამი ადამიანის და არა ამ სამი ადამიანების.

არ დაგვიტოვებია და არა არ დაგვიტოვია.

გავიყავით ფუნქციები და არა გავიყეთ ფუნქციები.

დიდი ალბათობით და არა დიდის ალბათობით.

დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და არა ბევრ ძალისხმევას არ მოითხოვს.

ექსცენტრიკული და არა ექსცენტრიული.

თავი გამოეჩინათ და არა თავები გამოეჩინათ.

თავი არავის გამოუდვია და არა არავის თავი გამოუდვია.

მოუსმინეთ სამივე ფინანსისტს და არა მოისმინეთ სამივე ფინანსისტი.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს და არა რაც არ უნდა უცნაური იყოს.

სალათა და არა სალათი.

უკურნებელი სენი და არა უნკურნებელი სენი.

ფულის გზავნილები და არა ფულადი გზავნილები.

ყაბაყი (იგივე ცუკინი) და არა ყაბახი.

შეიგრძენი ჰარმონია და არა შეიგრძნე ჰარმონია (რეკლამა).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი