ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№47

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 03.12, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აიჩეჩს და აიჩეჩავს პარალელური ფორმებია.

ამგები და ამგებელი პარალელური ფორმებია.

ბდღვნის და არა ბრდღვნის.

დედიან-ბუდიანად და დედაბუდიანად პარალელური ფორმებია.

იპამპულავებს და იპამპულებს პარალელური ფორმებია.

იჟღინთება და არა იჟღენთება.

მოკუმავს (პირს) და არა მომუწავს (პირს).

პოლიტმასობრივი და არა პოლიტმასიური.

სასწაულმოქმედი, საკვირველმოქმედი და არა სასწაულთმოქმედი, საკვირველთმოქმედი.

ყვლეფს და არა ყვლიფავს.

შეიქნეს (ანუ – გახდეს) 5 წლისა და არა შეიქნას 5 წლისა, შეიქმნას 5 წლისა

(მაგრამ – შეიქმნას ორგანიზაცია).

შეკრებილობა და არა შეკრებულობა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არიან თუ არა ახალგაზრდები მოსული და არა რამდენად არიან ახალგაზრდები მოსულები.

არიან მობილიზებული და არა არიან მობილიზებულები.

ისევ დაკავებულია (ან – არ გაუთავისუფლებიათ) და არა დარჩა დაკავებაში.

იძალადა და არა ძალადობა განახორციელა.

კონფიდენციალური და არა კონფიდენციური.

მე გული მწყდება მათი პასიურობის გამო და არა მე გული მწყდება მათი პასიურობიდან გამომდინარე.

რის შემდეგაც და არა რის შემდეგადაც.

უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ (ვუთმობთ) და არა უდიდეს ყურადღებას ვანიჭებთ.

შენ გარშემო და არა შენს გარშემო.

ცოლ-ქმარი ბრძანდებით? და არა ცოლ-ქმარნი ბრძანდებით?

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი