ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№45

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 19.11, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აგზნებული და აღგზნებული პარალელური ფორმებია.

აქა-იქ და არა იქა-აქ.

ბოხჩა და არა ბოღჩა

(მაგრამ – ბაღჩა და არა ბახჩა).

გადავაწყვე და არა გადავაწყე.

ეგზისტენციალური და არა ეგზისტენციური.

ვკბეჩ, ვკბეჩდი და არა ვკიბჩავ, ვკბიჩავდი; ვკბეჩავ, ვკბეჩავდი

(საწყისი ფორმა – კბეჩა).

კოოპერატიული და კოოპერაციული პარალელური ფორმებია.

რომ მოევლო და არა რომ მოეარა.

ჩხაკუნებს და არა ჩხაკუნობს.

ცემინება და არა ცხიკვება (კუთხურია).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამ სახლით დავინტერესდი და არა ამ სახლის შესახებ დავინტერესდი.

არცერთ მათგანს არ უნახავს და არა არცერთ მათგანს უნახავს.

ვყავს მილიონამდე აცრილი ადამიანი და არა გაგვაჩნია მილიონამდე აცრილი ადამიანი.

ემოციის გარეშე არ ტოვებს მნახველს და არა უემოციოდ არ ტოვებს მნახველს.

ეჩხუბნენ და არა ეჩხუბეს.

კარგად ნიავდება და არა კარგად განიავებადია.

მონაწილეობა მივიღე (მიიღე, მიიღო) და არა ვიმონაწილევე (იმონაწილევე, იმონაწილევა)

მხარი დამიჭირა და არა მხარდაჭერა მომცა.

საიუბილეო წელია და არა საიუბილარო წელია.

სცენური და არა სცენიური.

ჩუქებია და არა უჩუქნია.

ღირებულება და არა ღირებულობა.

შენს მისიას შეასრულებ და არა შენს მისიას მოიხდი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი