ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№44

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 12.11, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ბონბონიერი და არა ბამბანერკა, ბომბონერი.

ბუტაფორიული და არა ბუტაფორული

(საწყისი ფორმა – ბუტაფორია).

გადაბმული და არა გადამბული.

გამოგონებული და გამოგონილი პარალელური ფორმებია.

დრამატული და არა დრამატიული.

ვარდკაჭაჭა (მცენარეა) და არა ვარდკაჭკაჭა.

ვფიცავ და არა ვფიცავარ.

კვადრატული და არა კვადრატიული.

ქშენა და არა ქშენვა, ქშინვა.

ქშენს და არა ქშინავს, ქშენავს.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აქტივისტობა და არა აქტივიზმი.

გისვამ და არა გისმევ.

დასიება და არა დასივება

(მაგრამ – დასივდა).

დღესდღეობით და არა დღესდღეისობით.

ეს დიდი ტრაგედია იყო და არა ეს დიდ ტრაგედიასთან იყო დაკავშირებული.

იჭმეოდეს და არა იჭმევოდეს.

კოლბი და არა კოლბა.

კოლექცია მოუპარავთ და არა კოლექცია მოუპარიათ.

რეპეტიციას უტარებდა და არა არეპეტიციებდა.

სწორად შერჩეული და არა სწორედ შერჩეული.

ურთულესი შესასრულებელია და არა ურთულესია შესრულებისთვის.

ჭამა რომ შეიძლებოდეს და არა მირთმევადი რომ იყოს.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი