ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№39

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 08.10, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აზნაური და არა აზნოური.

აზროვნებს და არა აზროვნობს.

ანორმალური და არანორმალური პარალელური ფორმებია.

არქიტექტურა და არა არხიტექტურა (რუსულის კალკია).

ბზარვა, გაბზარული და არა ბძარვა, გაბძარული (ძველი ფორმაა).

ბიძა და არა დედიძმა (კუთხურია).

დოინჯი შემოიყარა (დოინჯშემოყრილი) და არა დოინჯი შემოირტყა (დოინჯშემორტყმული).

ექსტრავერტი და არა ექსტროვერტი.

ირიგაცია და არა ირრიგაცია.

პწკარი და არა ბწკარი.

ფოლიკული, ფოლიკულური და არა ფოლიკულა, ფოლიკულარული.

ფსტა და ფისტა პარალელური ფორმებია.

ქრონიკული (დაავადება) და არა ქრონიკალური (დაავადება).

ქროლა (საწყისი ფორმა) და არა ქროლვა.

ქრის და არა ქროლავს.

ქორწინდება და არა ქორწილდება.

ქრომი (ქიმიური ნივთიერება) და არა ხრომი (რუსულის კალკია).

ღვაწლმოსილი და არა ღვაწლშემოსილი.

ღამენათევი და არა ღამეგანათევი, ღამეგამოვლილი.

ღამენატეხი და არა ღამეგანატეხი.

ღამურას (ნათ. ბრუნვა) და არა ღამურის.

ღვეზელი და არა ღვეძელი.

ყაენი და არა ყეენი, ყეინი (კუთხურია).

ძარცვავს და არა ცარცვავს (კუთხურია).

ხრტილი და არა ღრტილი (კუთხურია).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

მონიტორინგს ატარებენ და არა მონიტორინგს აკეთებენ.

ნახევარი მილიონი ლარი მოითხოვა და არა მოითხოვა ნახევარი მილიონი ლარის ფული.

სივრცე, რომლის განიავებაც შესაძლებელია (ან – რომელიც ნიავდება) და არა განიავებადი სივრცე.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი