ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№38

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 01.10, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამის შემდეგ, ამიერიდან (ზოგჯერ – ახლა) და არა აწი (კუთხურია).

აპირებს და არა აპირობს.

ბეჰემოთი და არა ბეგემოტი (რუსულის კალკია).

ბეჰემოთი და ჰიპოპოტამი პარალელური ფორმებია.

ბულგარელები და არა ბულგარები.

გაუფხრეწია, გაუფხრეწს და არა გაუფხრიწავს

(საწყისი ფორმა – ფხრეწა და არა ფხრეწვა, ფრხიწვა).

ეროვნული და არა საეროვნო.

მეურვე და არა აპეკუნი.

მოდიფიკაცია და მოდიფიცირება პარალელური ფორმებია.

მქონე და მქონი პარალელური ფორმებია.

საკუთარ თავზე შეყვარებული და არა საკუთარ თავში შეყვარებული.

სლავები და არა სლავიანები.

სჯული და რჯული პარალელური ფორმებია.

უანგარიშებია და არა უანგარიშია, უანგარიშნია.

უმღერის და არა უმღერს.

უსირცხვილო და არა უსირცხვო.

ქავილი და არა ქავება.

ქირომანტია და არა ხირომანტია (რუსულის კალკია).

ღამურა და არა მეღამია (კუთხურია).

შემკრთალი და არა შეკრთობილი.

წუხს და არა სწუხს.

ხუცესი, ხუცესები და ხუცი, ხუცები პარალელური ფორმებია.

ჰიპოსტაზი და არა იპოსტასი, იპოსტაზი.

ჰიპოსტაზი და ჰიპოსტასი პარალელური ფორმებია.

ჰო და არა ხო.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები👇

აშორებს ნადებს ასი პროცენტით და არა აშორებს ასი პროცენტით მეტ ნადებს.

აღფრთოვანებას ვიწვევთ და არა აღფრთოვანებას ვტოვებთ.

გარეთ გასვლისგან თავის შეკავება და არა გარეთ გასვლისკენ თავის შეკავება.

თანხით (ფულით) დაჯილდოვდება და არა ფულადი თანხით დაჯილდოვდება.

ექსცენტრიკული და არა ექსცენტრიული, ექსცენტრული.

კათოლიკე, კათოლიკეები და არა კათოლიკი, კათოლიკები.

კონსტებლი და არა კონსტებელი.

კორონავირუსით ინფიცირება და არა კორონავირუსის ინფიცირება.

მას აქვს ცისფერი თვალები და არა მას აქვს ცისფერი თვალი.

ქალის მკვლელობის გამო არავინ დაუკავებიათ და არა გარდაცვლილი ქალის გარშემო არავინ დაუკავებიათ.

მიუთითებს იმაზე და არა მიუთითებს იმას.

მნიშვნელობა და არა მნიშვნელოვნება.

პარალიზებული და არა პარალიზირებული.

სამსახურებრივი მდგომარეობა და არა სამსახურეობრივი მდგომარეობა.

ფეხსაცმლის ლანჩიდან და არა ფეხსაცმელის ლანჩიდან.


P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი